ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

მოვლილი და ლამაზი თმები ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სამწუხაროდ თმის დაზიანება საკმაოდ მარტივია საღებავით თუ სხვა პროცედრებით. თმის მდგომარეობის შემოწმება შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივი ტესტის დახმარებით.

რა თქმა უნდა ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ ტრიქოლოგი დასვავს, მაგრამ გესაჭიროებათ თუ არა მასთან ვიზიტი, ამას ნამდვილად გაიგებთ ამ ტესტის საშუალებით. ამ სტატიაში ასევე გაეცნობით თმის მოვლის ოქროს წესებს.

როგორ შევამოწმოთ თმის მდგომარეობა

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმადავიწყოთ ყველაზე პოპულარული მითებიდან, რომელიც დამღუპველად მოქმედებს თმებზე. მაგალითად იცოდით, რომ ყოველთვის არ უნდა ინერვიულოთ თმის ცვენის დროს? მოდით მივყვეთ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ.

მითი ნომერი 1: თმის ცვენა, ეს ცუდია

ეს ნორმალურია. საქმე იმაშია, რომ თითოეულ თმის ბოლქვს აქვს თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ადრე თუ გვიან თმა ვარდება და მის ადგილზე ამოდის ახალი. საკმაოდ ხშირად ეს პროცესი მიმდინარეობს რამოდენიმე მონაკვეთზე ერთად. ეს პროცესი საკმაოდ ნორმალურს ხდის დღეში 25-100 თმის ღერის დაკარგვას. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს პერიოდი ძალიან არ გაიწელოს.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

მითი ნომერი 2: თმების დაბანა ყოველდღე არ შეიძლება

შეიძლება! ამას უამრავი გოგონა დაეთანხმება, რადგან ახლად დაბანილი თმა ბევრად კარგად გამოიყურება. თანამედროვე კოსმეტიკური ინდუსტრია ძალიან დიდი ყურადღებას უთმობს ყოველდღიური გამოყენების შამპუნის წარმოებას. თუ თქვენ ყოველდღე იბანთ თავს, მაშინ აუცილებლად ამ ნიშნულით აარჩიეთ შამპუნიც.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

მითი ნომერი 3: დავარცხნა გოგონების საუკეთესო მეგობარია

სინამვილეში თმის ხშირი ვარცხნა ვნებს თმების ჯანმრთელობას. რაც არუნდა კარგი სავარცხელი გქონდეთ, ის აზიანებს თმის სტრუქტურას. ამასთან ერთად ხშირი დავარცხნისას თმები ბევრად მალე ცხიმიანდება.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

მითი ნომერი 4: კონდიციონერი უნდა წაისვათ სველ თმაზე

მიაქციეთ ყურდღება: სველი და ტენიანი თმა ერთი და იგივეს არ ნიშნავს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კონდიციონერის გამოყენებამდე თმა შევიმშრალოთ პირსახოცის საშუალებით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თმის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება აუცილებელიც არის, რადგან დროთა განმავლობაში ის შრება და ხდება მტვრევადი.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

მითი ნომერი 5: ცივი წყლით თმის გადაბანა მას უფრო მბზინავს ხდის

წყალი უნდა იყოს თქვენთვის კომფორტული ტემპერატურის. არ არის საჭირო დაბალი ტემპერატურის წყლის გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა დასტრესოს თმის ძირები. ამასთან ერთად ძალიან გრილი წყალი შესაძლოა გახდეს ჰიპოთერმიის გამომწვევი. თმის შემთხვევაში ეს მეთოდი საკმაოდ საშიშიც კი არის.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

სწრაფი ტესტი თმისთვის

  • აავსეთ ჭიქაში სუფთა წყალი.
  • თავის სხვადასხვა მონაკვეთიდან აიღეთ თითო თმის ღერი.
  • ჩადეთ თმა ჭიქაში ისე, რომ არ ეხებოდეს ჭიქის კედლებს.

ეხლა კი მხოლოდ დაკვირვებაღაა საჭირო. რამოდენიმე წუთის შემდეგ თმები ან დარჩება ზედაპორზე ან ჩაიძირება.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა

  1. თუ თქვენი თმა არ ჩაიძირა ე.ი. ის ჯანსაღია. ე.ი. მათ აქვთ თანაბარი ზედაპირი და არ უშვებს წყალს.
  2. თუ თქვენი თმა ოდნავ ჩაიძირა ე.ი. ეს უკვე საგანგაშო ნიშანია იმისა, რომ ის დაზიანებულია და საჭიროებს მიხედვას.
  3. თუ თქვენი თმა ბოლომდე ჩაიძირა ე.ი. ისინი საკმაოდ ძლიერადაა დაზიანებული და საჭიროებს სპეციალისთის ჩარევას.

ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმათმის დაზიანება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ეს სტატია თქვენთვის საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა
კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ…