ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ…

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...

ამ პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს პირველ რიგში დამოკიდებულია კვების რაციონზე, რადგან სწორედ აქედან ვიღებთ ყველა საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტისთვის ყველაზე სასარგებლო კერძებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ დარწმუნებული ვარ თქვენც გსმენიათ.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...

კარტოფილის პიურე ნივრით

ყველამ იცის ნივრის სასარგებლო თვისებების სესახებ. იცოდით, რომ ეს პროდუქტი გამოცხობის შემდეგაც ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს? მომზადებული ნიორი ჩვეულებივ ინარჩუნებს კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, იოდის, С, В ვიტამინების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტებს. ასეთი გემრიელი დანამატი მაშინვე ბევრად სასარგებლოს გახდის კარტოფილის პიურეს. ამასთან ერთად მაინც ადვილი მოსანელებელი იქნება.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...დაგჭირდებათ:

  • 1,5 კგ. კარტოფილი
  • 300 მლ. ნაღები
  • 120 გრ. ნაღების კარაქი
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 2 თავი ნიორი
  • მარილი
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • იტალიური მწვანილი გემოვნებით
გამოაცხვეთ ნიორი: მოაჭერით თავი გაურჩეველ ნივრის თავს, დაასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ გამომშრალი ბალახი. გადაახვიეთ ფოლგაში და 200 გრადისზე გამოაცხვეთ 30 წუთით.
გამოცხობის ეს ტექნოლოგია უნარჩუნებს მას სასარგებლო ეთერზეთებს.
გაალღვეთ კარაქი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ მუსკატის კაკალი და ნაღები.
გაჭყლიტეთ მოხარშული კარტოფილი და გასუფთავებული ნიორი. გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი და გემოვნებით მოაყარეთ პილპილი და მარილი.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...

ცხვრის წვნიანი ჰუმუსით

თქვენ შეიძლება იცნობდეთ მას შურპას ან ბოზბაშის სახელით. ეს კერძი ძალიან პოპულარულია კავკასიაში. მისი მომზადება განსაკუთრებით ზამთარში უყვართ, რათა გათბნენ და დააფრთხონ ვურუსები. საქმე იმაშია, რომ ცხარე სანელებლები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევის პროცესს, წმენდენ ორგანიზმს ტოქსინებისგან და ამცირებენ ანთებით პროცესს.

დაგჭირდებათ:

  1. 1 ცხვრის ძვლიანი კისერი
  2. 400 გრ. ჰუმუსი
  3. 800 გრ. პომიდორი საკუთარ წვენში
  4. 1 ცალი სტაფილო
  5. 1 კონა პრასი
  6. 2 ცალი დიდი თავი ხახვი
  7. 3 კბილი ნიორი
  8. 2 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
  9. 1 ჩ.კ. ძირას თესლი
  10. 1 ჩ.კ. კორიანდრი
  11. 2 ს.კ. პაპრიკა
  12. ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  13. მწვანილი გემოვნებით
  14. 3 ლ. წყალი

მაღალ ცეცხლზე შეწვით ცხვის კისერი ზეითუნის ზეთში.

რიცა ყველა მხრიდან შეიბრაწება, გადაიტანეთ ქვაბში.

დაუმატეთ ხორცს დაჭრილი სტაფილო, პრასი და დაასხით წყალი. ამოდუღების შემდეგ 30 წუთით დადგით ნელ ცეცხლზე. პარარელურად მოხარშეთ და გაასუფთავეთ ჰუმუსი.

გადაწურეთ ბულიონი – თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ბულიონი და ხორცი. გააცალკევეთ ხორცი ძვლისგან და დააქუცმაცეთ (ძვლებიც აღარ გჭირდებათ). დააბრუნეთ ხორცი ბულიონში.

დაჭერით თხელ ნაჭრებად ხახვი, ნიორი და წითელი წიწაკა (თესლის გარეშე). მოშუშეთ ტაფაში პაპრიკასთან, ძირასთან და კორიანდრთან ერთად. მოშუშული მასა, პომიდორი თავისი წვენით და ჰუმუსი დაამატეთ ბულიონს. ხარშეთ კიდევ 20 წუთით და ამის შემდეგ უქენით მარილი. სუფრასთან მიიტანეთ ცოცხალ მწვანილთან ერთად.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...გაციების საწინააღმდეგო კომპოტი

ეს კომპოტი არც არის, ის უფრო უალკოჰოლო გლინტვეინს გავს. მისი განსაკუთრებული ხიბლი იმ სანელებლებშია, რომელიც ძალიან კარგია ორგანიზმის გასამაგრელად. ინგრედიენტთა ჩამონათვალი უნივერსალურია და ასეთი კომპოტის მომზადება წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

დაგჭირდებათ:

  1. 100 გრ. კურაგა
  2. 100 გრ. ვაშლის ჩირი
  3. 50 გრ. ქიშმიში
  4. 2 ცალი ფორთოხალი
  5. 4 ცალი ანისულის ვარსკვლავი
  6. 4 სმ. ახალი კოჭა
  7. 2 ცალი დარიჩინის ჩხირი
  8. 1 ს.კ. ილი
  9. 5 ცალი მიხაკის ყვავილი
  10. 1 ჩ.კ. კურკუმა
  11. 2,5 ლ. წყალი

მოათავსეთ გამომშრალი ხილი ქვაბში და დაამატეთ ფორთოხლის ცედრა. დაასხით წყალი და დადგით 20 წუთით.

ამის შემდეგ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუწიეთ ცეცხლს.

დაამატეთ დაჭრილი კოჭა, ილი, მიხაკი, ანისულის ვარსკვლავი და დარიჩინი. ადუღეთ 1 საათი თავსახურის გარეშე.

ამის შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის წვენი და ადუღეთ კიდევ რამოდენიმე წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გადაწურეთ სასმელი და მიირთვით ცხელი სახით.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...

შტოშის კისელი

ჩვენს ბებიებს და ბაბუებს მუდამ ჰქონდათ გადანახული შტოში. ყველაზე სასარგებლოა როცა მას გავსრისავთ შაქართან ერთად და დავამზადებთ წვენს. თუმცა კისელიც არანაკლებ სასარგებლოა: ის ასუფთავებს სისხლს და თრგუნავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

დაგჭირდებათ:

  • 800 გრ. შტოში
  • 100 გრ. შაქარი
  • 3-4 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 100 გრ. თაფლი
  • 1,2 ლ. წყალი

შტოში გაჭყლიტეთ და გამოწურეთ წვენი საცერის დახმარებით. მიღებულ წვენს დაასხით 1 ლ. წყალი და შაქართან ერთად ადუღეთ 20 წუთით.

დანარჩენ 200 მლ. წყალში გახსენით სახამელები. დაამატეთ წვენს და ადუღეთ კიდევ 3 წუთი დაბალ ცეცხლზე, თან მოურიეთ ხის კოვზით. ამის შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და დაამატეთ თაფლი. დალიეთ კისელი თბილ მდგომარეობაში.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ...

ავადმყოფობის დროს რაღა თქმა უნდა აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა, მაგრამ ამავე დროს შეგიძლიათ გაიძლიეროთ იმუნიტეტი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნატურალური საშუალებებით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კერძები: რეცეპტები იხილეთ აქ…
ბრინჯის ბურახი თქვენი ჯანმრთელობისთვის. რეცეპტი იხილეთ აქ…