ტვინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში. სწორედ ის აგებს პასუხს მთელი სისტემის სწორად მუშაობაზე. აი რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ მასზე ზრუნვა. ინტერნეტ სივრცეში უამრავ სტატიას ნახავთ ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტების შესახებ. თუ რამდენად სასარგებლოა მათი ყოველდღიური მიღება ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ რა იცით ტვინისთვის სახიფათო პროდუქტების შესახებ?
ამ სიაში ისეთი პროდუქტები მოხვდა, რომლის ამოღებაც რაციონიდან ისედაც რეკომენდირებულია. ისინი არა მხოლოდ ტვინს აზიანებენ, არამედ მთელს ორგნაზიმზე ახდენენ ნეგატიურ გავლენას. ეცადეთ ჩაატაროთ ექსპერიმენტი: ეცადეთ ერთი თვის მანძილზე უარი თქვათ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე. თავად დაინახავთ მიღებულ შედეგს.
რომელი პროდუქტები ანელებენ ტვინის მუშაობას
ტრანსცხიმები – ეს არის უჯერი ცხიმები, რომელიც მიიღება მცენარეული ცხიმის გადამუშავების შედეგად. მას დიდი რაოდენობით შეიცავს:
1. სწრაფი კვება.
2. ტკბილი ფუნთუშეული.
3. ჩიფსები, ბურბუშელა და ყველა ამდაგვარი პროდუქტი.
4. მაიონეზი და მარგარინი.
ტრანსცხიმებს მიეკუთვნება ჰიდროგენირებული ზეთები, რომელიც შედის უამრავი პროდუქტის შემადგენლობაში. ტვინის გარდა, ის მოქმედებს გულის და სასუნთქი სისტემის სწორ ფუნციონირებაზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის შეიძლება გახდეს ალცჰაიმერის და დემენციის გამომწვევი მიზეზი.
უამრავ ქვეყანაში აკრძალულია ტრანსცხიმების გამოყენება. ჩვენთან ჯერჯერობით მოქმედებს შეზღუდვები: ტრანცხიმების რაოდენობა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. ადამიანისთვის დღიურ უსაფრთხო ნორმად ითვლება 2-2,5 გრ.
სწრაფი ნახშირწყლები
დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობის გასაქრობად მიჩვეული ვართ უცებ რაიმეს შეჭმას, მაგალითად: შოკოლადი, ორცხობილა და ა.შ. ვერ ვახერხებთ სრულფასოვნად კვებას, რაც შემდგომში ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. სწრაფი ნახშირწყლების მიღებისას სისხლში მომენტალურად იწევს შაქრის დონე. ამ დროს ენერგიის მომატებასაც გრძნობთ, მაგრამ ეს დროებითია.
მიღებული შაქრის გადასამუშავებლად ორგანიზმი გამოიმუშავებს ინსულინს. ეს ჰორმონი პასუხს აგებს კალორიების გადანაწილებაზე. მისი ნაწილი ძელების აღსადგენად გამოიყენება, ხოლო დანარჩენი ცხიმოვან მასაში. სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე მეტად ჭარბი წონის აკრეფა.
გარდა ამისა გლუკოზა ნელ-ნელა აზიანებს სისხლ-ძარღვების კედლებს. ამ ადგილებში წარმოიქმნება ათეროსკლეროზის დისკები, რომელიც ბლოკავს ტვინში ჟანგბადის და საჭირო მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას. სწრაფ ნახშირწყლებს ყველა ის პროდუქტი შეიცავს რომლის შემადგენლობაშიც არის შაქარი.
მარილიანი საკვები
როცა ნატრიუმის დონე ორგანიზმში მომატებულია, ამ დროს ხდება სითხის შეკავება. სხეული და მასთან ერთად სისხლძარღვებიც იწყებს შეშუპებას. ამ დროს სისხლის მიმოქცევა შენელებულია. ლიმფა ზრდის ზეწოლას სისხლძარღვებზე რაც თავის მხრივ იწვევს ჰიპერტონიას. მაღალი არტერიული წნევის დროს ადამიანი განიცდის ძლიერ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულის რევის შეგრძნებას.
საღებავები და არომატიზატორები
უკვე საიდუმლო აღარაა და ყველამ იცის, რომ კონსერვანტები მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა მაინც აგრძელებენ ასეთი პროდუქტების მოხმარებას, რადგან არომატიზატორები მათ ხდიან მეტად გემრიელს და მადის აღმძვრელს. ტკბილი წყალი, ჟელიბონები, სხვადასხვა სნექები, სოუსები და ნახევარფაბრიკატები შეიცავენ ყველაზე მეტ საშიშ დანამატებს. ეცადეთ, რომ მიირთვათ მეტად სასარგებლო პროდუქტები.
თუ გინდათ, რომ თქვენმა ტვინმა კარგად და პროდუქტიულად იმუშაოს, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ იმას თუ რითი იკვებებით. ყოველთვის შეამოწმეთ შემადგენლობა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!