რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად…

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

თმებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რპობლემა და განსაკუთრებით ქალბატონებში, არის თმის ცხიმიანობა. ყველაფერი ორგანიზმის მიერ კანის ცხიმის გამოყოფის გამო ხდება. მისი დანიშნულება კანის დატენიანება და პათოგენური მიკროორგანიზმებისგან დაცვაა. კანის ცხიმის გამომუშავების გაძლიერება არასწორი მოვლის შედეგად ხდება. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ცხიმიანობის გამომწვევ მიზეზს და ასევე გასწავლით როგორ გაუმკლავდეთ მას.

©

თმის ცხიმიანობის გამომწვევი ძირითადი შინაგანი მიზეზები

1. თავის კანის ტიპი

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

ყველაზე ცუდი სცენარით დავიწყოთ. თუ თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ აქტიური ცხიმოვანი ჯირკვლები, მაშინ უბრალოდ უნდა დაიბანოთ დაბინძურებისთანავე. ვისაც მშრალი თავის კანი აქვს, ის იშვიათად იბანს თავს და ეს ყველასთვისაა ცნობილი. არ წამოეგოთ სარეკლამო საშუალებებზე, რომელიც პრობლემის სამუდამოდ მოგვარებას გპირდებათ. განსაკუთრებით კი სებორეული დერმატიტის, იგივე ქერტლის დროს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს და მან უნდა შეგირჩით თქვენთვის გამოსადეგი კოსმეტიკურუ საშუალება.

2. ცხიმიანი სახის კანი

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

ეცადეთ თმას ხელებით ნაკლებად შეეხოთ. თმა ზოგადად იღებს ლოყებიდან და შუბლიდან გამოყოფილ ცხიმს. ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი კრემი, რომელიც მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს სახის კანიდან. ასე თმაც მეტად დიდხანს შეინარჩუნებს სუფთა სახეს.

3. ჰორმონები

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

ეს პუნქტი მოზარდთა მშობლებისთვისაა. ამ ასაკში აქტოურად ხდება ჰორმონალური ფონის ცვლილება და ამის გამო ბევრად აქტიურად მუშაობენ ცხიმოვანი ჯირკვლები. ეს პერიოდი უბრალოდ უნდა გადააგოროთ. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად გამოყენებადი შამპუნი.

თმის ცხიმიანობის გამომწვევი გარეგანი მიზეზები

1. შეუფერებელი შამპუნი

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

გახსოვდეთ, რომ შამპუნები არის სხვადასხვანაირი და მათი დანიშნულებაც თავისთავად განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა აარჩიოთ კონკრეტულად თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი. ცხიმიანი კანის ტიპისთვის ნამდვილად არ გამოდგება შამპუნები სულფატის გარეშე, რადგან ისინი ყველაზე ნაზად ასუფთავებენ თავის კანს. ხოლო მშრალი თავის კანისთვის პირიქითაა.

2. კონდიციონერი ან თმის ნიღაბი

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

კონდიცონერი უნდა გამოიყენოთ სუფთა და ოდნავ ტენიან თმაზე, შემდეგ კი შეიმშრალოთ პირსახოცით. თმის ძირებიდან დაშორებული უნდა იყოს 5-8 სანტიმეტრით. ამის შემდეგ კარგად უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით. თმებს არ უყვართ ზედმეტი დატვირთვა. ხოლო თმის ნიღაბი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.

3. თმის გაშრობა

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

ეცადეთ არ დაწვეთ სველი თმით. ასევე არ იაროთ დიდხანს სველ თავზე პირსახოც შემოხვეულმა. თმის ფენის გაშრობისას ეცადეთ აირჩიოთ ყველაზე გრილი რეჟიმი, რათა არ მოახდინოთ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის გააქტიურება. ყველაზე კარგი მაინც თმის ბუნებრივად გაშრობის მეთოდია.

4. კვება

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

ცხიმოვანი ჯირკვლების მომატებული სეკრეაცია დამოკიდებულია ჩვენი კვების რაციონზეც. მარილიანი, დაკონსერვებული, შებოლილი, მწარე და სუნელებით გადატვირთული საკვები იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას. ასევე მოქმედებს ყავა და ალკოჰოლური სასმელიც. საკმარისია შეამციროთ მათი მიღების რაოდენობა და თავად შეამჩნევთ თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი თმების და თავის კანის მდგომარეობა. თმის ცხიმიანობის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თუთიის, A, B, E და D ვიტამინის ნაკლებობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში მათი შემადგენელი პროდუქტები და საკვები დანამატები.

რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად...

თმის ცხიმიანობის პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია, მთავარია დავინტერესდეთ და ცოტაოდენი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რატომ გვიცხიმიანდება თმა სწრაფად…
შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ