როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან სარეცხი მანქანა მართლაც რომ შეუცვლელია. როცა ის ფუჭდება სახლში, ამას გრძნობს ოჯახის ნებისმიერი წევრი. ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე ყურადღება მივაქციოთ და სწორად მოვუაროთ. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა მოაშოროთ უსიამოვნო სუნი.

რა იწვევს სუნის გაჩენას? როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა ან როგორ უნდა ავიცილოთ ის თავიდან? ყველა კითხვაზე პასუხი ქვემოთ მოყვანილ სტატიაშია.

საიდან ჩნდება უსიამოვნო სუნი სარეცხ მანქანაში

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

დამეთანხმებით, რომ საკმაოდ უსიამოვნოა მძაფრი სუნის მქონე სარეცხი ფხვილის გამოყენება და შედგომ ასევე მძაფრი სუნის მქონე ნივთების მიღება. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, მაგრამ გარდა ამისა არის სხვებიც…

მძიმე ჭაობის წყლის სუნის მაგვარი სუნი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს მოწყობილობაში ობი გაჩნდა. ეს უკვე არა მხოლოდ სპეციფიური სუნის პრობლემას ქმნის, არამედ აზიანებს თქვენს ჯანმრთელობასაც. ობი ხელს უწყობს ალერგიის გამძაფრებას ან გაჩენას, რესპირატორული დაავადებების პროვოცირებას და ასუსტებს იმუნიტეტს. ობი ნამდვილად არ ჩნდება თავისით და სავარაუდოდ თქვენ დაუშვით ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შეცდომიდან რომელიღაცა…

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

სარეცხი საშუალება

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი ხარისხის სარეცხ საშუალებას იყენებთ. საქმე იმაშია, რომ დაბალ ფასიანი რპოდუქცია ხშირად ცხელ წყალშიც კი ძალიან ცუდად იხსნება. საბოლოო ჯამში ის რჩება სარეცხი მანქანის შიგნით. გგონიათ სარეცხი საშუალების ნალექი აფრთხობს ბაქტერიებს ან სოკოს? ძალიან ცდებით. პირიქით, ის ხდება მათთვის იდეალური გარემო. განსაკუთრებით ცუდია კონდიციონერები და სურნელოვანი სავლები საშუალებები.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

სარეცხი ფხვნილის რაოდენობაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. იცოდით, რომ ერთ ჯერზე 2 ჩ.კ.-ზე მეტი სარეცხი საშუალების გამოყენება არაა რეკომენდირებული? სხვა შემთხვევაში სარეცხ მანაქანაში წარმოიქმნება სქელი ნალექის ფენა.

ხისტი წყალი

ეს არის პრობლემა, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა ეჯახება. ხისტი წყალი დროთა განმავლობაში გამაცხელებელ ელემენტზე აჩენს სქელ ნადებს, რომელიც სულ უფრო და უფრო სქელდება. ეს ნადებიც შესანიშნავი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

სანტექნიკის წვრილმანები

თუ საკანალიზაციო მილები ძველი და დაჟანგებულია, მათი სუნი სავსებით შესაძლებელია გადაეცეს სარეცხ მანქანას. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს არასწორად დაერთებული შლანგი.

პრობლემა შესაძლოა არასწორად დამონტაჟებულმა მანქანამაც გამოიწვიოს. თუ ის ოდნავ დაქანებულია, წყალი ვერ ახერხებს ბოლომდე გადასვლას კანალიზაციაში და რჩება შიგნით.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

რეცხვის წვრილმანები

ყველაზე ხშირად არასასიამოვნო სუნის მიზეზი ხდება შემდეგი:

1. გარეცხილი სარეცხის დიდხანს ჩატოვება სარეცხ მანქანაში.

2. როგორც კი სარეცხს გამოიღებთ, არავითარ შემთხვევაში არ დახუროთ სარეცხი მანქანის კარები.

3. არ შეინახოთ ჭუჭყიანი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

თუ თქვენ მაინც გექნებათ პრობლემა სარეცხის მანქანის არასასიამოვნო სუნთან დაკავშირებით გახსოვდეთ, რომ თვეში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია ერთი სრული რეჟიმით მანქანის ჩართვა. ოღონდ ამ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალება და არც ტანსაცმელი არ უნდა იყოს დოლურაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან
გასაოგნებელი სიახლე მანჩესტერიდან!!! კიბოს განკურნება უკვე შესაძლებელია!