თქვენს ფანჯრის რაფაზე ნამდვილი ექიმია! როგორ განვთავისუფლდეთ ცხვირიდან გამონადენისგან კალანხოეს დახმარებით…

каланхоэ

каланхоэ

დაახლოებით 100-მდე კალანხოეს სახეობა არსებობს, მაგრამ სამკურნალო მიზნებისთვის მხოლოდ ორი გამოიყენება, ესენია: კალანხოე დეგრემონა (Kalanchoe daigremontiana) და კალანხოე პინატა (Kalanchoe pinnata). მათი წვენი მდიდარია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. თუ თქვენ შეგაწუხათ ჰაიმოროტმა ან გაციებამ, არ არის საჭირო აფთიაქში გაქცევა. სამკურნალო საშუალება ხომ თქვენს ფანჯრის რაფაზეა.

ამ სამკურნალო საშუალების მომზადება საკმაოდ მარტივია. ამისთვის ყველაზე კარგია დაახლოებით სამი წლის მცენარის მსხვილი ფოთლები.

კალანხოეს სამკურნალო წვეთების მომზადება:

1. აიღეთ ერთი ცალი მოზრდილი ფოთოლი, დაანაკუწეთ და მარლის დახმარებით გამოწურეთ წვენი.

2. მიღებული წვენი ზედმეტად ძლიერია, ამიტომ საჭიროა მისი გაზავება წყალში, პროპორციით 1:1-თან უფროსებისთვის და 1:2-თან პატარებისთვის.

3. თითო ნესტოში 2-2 წვეთი სავსებით საკმარისია.

4. წვეთები უნდა შეინახოთ მაცივარში.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ამ მცენარის სამკურნალო თვისებები უკვე უამრავი თაობის მიერაა შემოწმებული. კალანხოეს წვენს პრაქტიკულად არც აქვს რაიმე უკუჩვენება, მაგრამ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა მაინც არ არის ურიგო.

ამ მცენარეს ასევე იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დაღვევისას, დამწვრობისას, ქრონიკული დაღლილობისას და უბრალოდ დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
თქვენს ფანჯრის რაფაზე ნამდვილი ექიმია! როგორ განვთავისუფლდეთ ცხვირიდან გამონადენისგან კალანხოეს დახმარებით…
5 ეშმაკური ხრიკი პომიდვრის უხვი მოსავლის მისაღებად ! ბაბუა თავის მეთოდს გვიზიარებს…