ჩვენი ბებიები ხალხური მედიცინის წყალობით უმკლავდებოდნენ გრიპსა და გაციებას. ეს რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემობა. ადრე ხალხური საშუალებები არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ სილამაზის შესანარჩუნებლადაც გამოიყენებოდა აქტიურად. ხშირად ისინი სააფთიაქო სამკურნალო საშუალებებზე ბევრად უკეთეს შედეგს იძლეოდა. დღეს ჩვენ გაგახსენებთ ძველ ხალხურ სამკურნალო საშუალებებს, რომელიც დაგეხმარებათ გაციების დროს.
ხალხური საშუალებები გაციების წინააღმდეგ
1. ნივრის ფესვი
ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს და ამიტომ მისი რეგულარულად მიღება ძალიან სასარგებლოა. თუმცა გაციებასთან გასამკლავებლად ნივრის ჭამა არ არის ეფექტური, აი ნივრის ფესვი კი ნამდვილად დახემარებათ.
ცხვირიდან გამონადენის დროს ძალიან სასარგებლოა ნივრის ფესვის კვამლი. წაუკიდეთ ნივრის ფესვს ცეცხლი და როცა დაიწყებს კვამლის წარმოქმნას, შეისუნთქეთ ის ყოველ ჯერზე.
2. ალოე
ადრე თითქმის ყველა ოჯახში მხვდებოდა ეს მცენარე და ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ის. მაშინ ვერ ვხვდებოდი თუ რა სიმდიდრეს წარმოადგენდა ის.
ბებია წურავდა ალოეს წვენს და მაწვეთებდა ცხვირში 2-4 წვეთს თითო ნესტოში. შეგიძლიათ ალოეს ფოთოლი მაცივარში შეინახოთ და მხოლოდ ერთჯერადად საჭირო რაოდენობის წვენი გამოწუროთ როცა დაგჭირდებათ. ეს კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ცხვირიდან გამონადენის დროს.
3. ბოლოკი
ბოლოკისა და თაფლის სიროფი გაგანთავისუფლებთ ხველებისგან და ყელის ტკივილისგან. ამისთვის შავ ბოლოკს აჭრიან თავს და ბოლოს. კოვზის დახმარებით გულში უკეთებენ ჩაღრმავებას და ასხავენ შიგნით თაფლს.
უნდა დატოვოთ 1 დღე-ღამის განმავლობაში და ამის შემდეგ გამოიყენოთ. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 1 ჩ.კ. საკვების მიღების შემდეგ.
4. ძმარი
მაღალი ტემპერატურისგან გასანთავისუფლებლად დაამუშავეთ ავადმყოფი ძმრიანი ქსოვილის საშუალებით. 500 მლ. თბილ წყალში გახსენით 3 ს.კ. ძმარი. დაასველეთ ქსოვილი და დაამუშავეთ სხეულის ყველა ნაწილი. ნახევარი საათის შემდეგ გადაამოწმეთ დაიწია თუ არა ტემპერატურამ. თუ ისევ მაღალია, გაიმეორეთ პროცედურა.
5. მარილიანი წინდები
ამ მეთოდის შესახებს მეც ცოტა ხნის წინ გავიგე. ის ეფექტურია გაციების პირველი ნიშნების დროს. სუსხიანი დღის შემდეგ ჩვენ ძირითადად ვიღებთ ფეხების ცხელ აბაზანას და ამის შემდეგ ვიცმევთ თბილ წინდებს. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაციების განვითარება, საჭიროა სპეციალურად დამარილებული წინდების ჩაცმა აბაზანის შემდეგ.
ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ წინდებში იყრის მარილს და იტოვებს დილამდე. მარილი ააქტიურებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს ფეხის გულებზე. ის აუმჯობესებს სისხის მიმოქცევას. საკუთარ იუთუბ არხზე ოლგა პაპსუევა გვიზიარებს თუ როგორ ამარილებს წინდებს და ჩვენც გაწვდით ამ ვიდეოს. აუცილებლად უყურეთ მას.
If you liked the video - share it with your friends:
ხალხური საშუალებები ყველაზე ეფექტურია გაციების პირველი ნიშნებისას, როცა ძლიერი მედიკამენტები ნამდვილად არ გვჭირდება. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და გაიძლიერეთ იმუნიტეტი სწორი კვების საშუალებით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!