ჩემმა ინდოელმა დაქალმა მასწავლა ერბოს მომზადება, რომელსაც ისინი არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც იყენებენ. მისი შენახვა თვეების მანძილზეა შესაძლებელი ოთახის ტემპერატურაზე…

масло гхи в банке
масло гхи в банке

ამ ბოლო დროს უამრავი მზარეული და ბლოგერი იყენებს თავის რეცეპტში ერბო ”გხის”. ეს არის გადამდნარი და გაწმენდილი ნაღების კარაქი, რომელიც სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან მოვიდა ჩვენამდე. მას იქ არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც იყენებენ. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ამ ერბოს მომზადების წესს და მის სასარგებლო თვისებებს.

 

ერბო ”გხის” მომზადება სახლის პირობებში

ერბო ”გხი” პოპულარული გახდა ინდური ძველი ხალხური მედიცინის, აიურვერდის წყალობით. სწორედ იქაა ნახსენები, რომ გხის რეგულარული მოხმარება ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.  პირველ რიგში ეს პროდუქტი აუმჯობესებს იმუნიტეტს. მას ასევე აქვს მატონიზიტებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები.

ითვლება, რომ მისი წყალობით შესაძლებელია კანის მდგომარეობის და მეხსიერების გაუმჯობესება. გარდა ამისა ერბო გხი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მას მასაჟების დროსაც იყენებენ, რადგან შესანიშნავად ატენიანებს კანს და ათბობს ორგანიზმს.

როგორ მივიღოთ ერბო ”გხი”

გხის ერბოს იღებენ ნაღების კარაქის გადადნობის შედეგად. ამ პროცედურის დროს ორთქლდება წყალი და ბუნებრივი გზით ქრება რძის ცილა, მათ შორის კაზეინი. ერბოს ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, ვისაც რძის პროდუქტებზე აქვს ალერგია.

გხი გამოიყენება პროდუქტის შესაწვავად და არ გამოყოფს არანაირ მავნე ნივთიერებებს. ამ პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა მისი შენახვის ვადაა. სწორად შერჩეული პირობების შემთხვევაში, მისი შენახვა წლობითაც კი შეიძლება. აიურვერდეს თუ დავუჯერებთ, ეს ერბო არ კარგავს თავის სასარგებლოთვისებებს. პირიქით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად სასარგებლო ხდება.

პროდუქტების პოპულარობა

ამჟამად ერბო გხი ყველაზე პოპულარულია. ამ პროდუქტში არაფერია ახალი და ზებუნებრივი. გხის ერბო ჩვენთვის ცნობილი ერბოს ინდური ანალოგია.

ნამდვილ გხის ერბოს არ ამზადებენ დიდი რაოდენობით, რადგან მომზადებიისას არის გარკვეული თავისებურებები. მაგალითად: გხის მომზადებისას ცილის მყარი ნაწილაკების მოცილება ხდება ხელით.

დღეს ამ ერბოს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ ეკომაღაზიაში ან დიდ სუპერმარკეტში. ის ჩვეულებრივ ნაღების კარაქზე ბევრად ძვირადღირებულია. დიასახლისები მის მომზადებას სახლის პირობებში არჩევენ. ამისთვის არ არის საჭირო გამოცდილება.

როგორ მოვამზადოთ გხის ერბო სახლის პირობებში

გხის ერბოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნაღების კარაქი და ცოტაოდენი მოთმინება. მისი კლასიკური რეცეპტი გადმოტანილია ”ინდური სამზარეულოს საყვარელი ვეგეტარიანული კერძების” წიგნიდან.

მომზადების წესი:

1. აიღეთ მინიმუმ 500 გრ. ნაღების კარაქი. ძალიან კარგი იქნება თუ ამისთვის შინაურულ კარაქს გამოიყენებთ. დაჭერით ის 100-100 გრამიან ნაჭრებად და მოათავსეთ სქელ ძირიან ქვაბში.

2. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. დრო და დრო გადაატრიალეთ ყველა ნაჭერი. კარაქი უნდა გადნეს ნელ-ნელა, არ უნდა გაყავისფერდეს და არ უნდა აშიშხინდეს. როცა ბოლომდე გადნება, ცეცხლს მოუმატეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.

процесс перетапливания

3. როგორც კი ზედაპირზე გაჩნდება ჰაერის ბუშტუკები, მოურიეთ მასას და გადაიტანეთ ნელ ცეცხლზე. არ დააფაროთ თავსახური და დააცადეთ კარგად წამოდუღდეს. ამ დროს მორევა აღარ არის საჭირო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ცილები დარჩეს ქვაბის ძირზე  და გახდეს მოოქროსფერო ყავისფერი. ამავე დროს ზედაპირზე გაჩნდება თხელი ფენა, რომელიც უნდა გაუფერულდეს.

корочка

4. მოხსენით უფერული თავი ჩვეულებრივი კოვზის საშუალებით. ამის შემდეგ გადაწურეთ გამდნარი კარაქი რამოდენიმე ფენა ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით და გადაიტანეთ ქილაში.

продукт в банке

გხის ერბო ღუმელში

ამ ერბოს დამზადება ღუმელშიც შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდებათ 400 გრ. 82,5 %-იანი ნაღბის კარაქი.

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუს ტემპერატურაზე. ამის შემდეგ დადეთ კარაქი სქელ ძირიან გამოსაცხობ ფორმაზე და მოათავსეთ ღუმელში ნახევარი საათით.

2. ამ დროის მანძილზე კარაქი ბოლომდე გადნება და გასუფთავდება. მის ზედაპირზე წარმოიქმნება მოოქროსფერო ფერის მქონე ფირფიტა, ხოლო ძირში მოგროვდება ნალექი.

3. ნახევარი საათის შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ კარაქი ღუმელიდან და ასევე ფრთხილად მოხსენით მოოქროსფერო თავი. ამის შემდეგ მარლის საშუალებით გაფილტრეთ და გადაიტანეთ ქილაში.

როგორ ხედავთ სახლის პირობებში ”გხის” მომზადება საკმაოდ მარტივია. მისი საშუალებით მომზადებული კერზები განსაკუთრებით გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლოა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
ჩემმა ინდოელმა დაქალმა მასწავლა ერბოს მომზადება, რომელსაც ისინი არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც იყენებენ. მისი შენახვა თვეების მანძილზეა შესაძლებელი ოთახის ტემპერატურაზე…
როგორ გავწმინდოთ ქათმის ხორცი ანტიბიოტიკებისგან და ჰორმონებისგან