როგორ შევამოწმოთ კვერცხის ხარისხი და ვარგისიანობა: 4 მეთოდი…

როგორ შევამოწმოთ კვერცხის ხარისხი და ვარგისიანობა: 4 მეთოდი...

ქათმის კვერცხი ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომლის ხარისხის და ვადის შემოწმება არც ისე მარტივია მაღაზიაში ან ბაზარში. ხშირად ვადიანი პროდუქტი სრულად გამოუსადეგარია და გვიწევს მისი გადაყრა.

დღეს გაგიზიარებთ 4 შესანიშნავ და მარტივ მეთოდს კვერცხის ხარისხის და ვარგისიანობის შესამოწმებლად.

როგორ შევამოწმოთ კვერცხი

1. ნაზად შეარხიეთ კვერცხი

შერხევის დროს აუცილებლად უნდა იგრძნოთ შიგნიდან რაიმე მოძრაობა. თუ უმოძრაობაა ე.ი. თქვენ დიდი ხნის დადებულ კვერცხს იღებთ, რომელიც შიგნიდან უკვე გამოუსადეგარია.

целые яйца

2. გატეხეთ კვერცხი.

შიგთავსი  გადაიტანეთ თეფშზე და შეამოწმეთ კვერცხის გულის მდგომარეობა. ახალ კვერცხში ის მრგვალი ფორმისაა, ხოლო ძველში არათანაბარი გვერდებით და დაბრტყელებულივით. კვერცხის გულის ღია ფერი მიუთითებს იმაზე, რომ მისი დამდები ქათამი ავადმყოფობდა ან ძალიან ცუდ პირობებში ყავდათ.

 

желток

3. მიიტანეთ კვერცხი სინათლესთან

ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარულია კვერცხის ვარგისიანობის დასადგენად. ზოგიერთ სუპერმარკეტში არის განთავსებული სპეციალური მოწყობილობა პროდუქტის გასაშუქებლად, მაგრამ სამწუხაროდ ყველგან არაა. არც ისე ახალი კვერცხის შიგნით ჩანს გარკვეული სიმუქეები, ხოლო ძველ კვერცხში საერთოდ არ აღწევს შუქი.

яйца на свету

4. ჩადეთ კვერცხი წყალში

ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი. ახალი კვერცხი ასეთ წყალში ბოლომდე ჩაიძირება, ხოლო ძველი არა. რაც უფრო ძველი პროდუქტი, მით უფრო მსუბუქდება.

яйцо в воде

კვერცხის შემოწმება გარკვეულ წილად ვიზუალურადაცაა შესაძლებელი. ჯანმრთელი ქათმის ახალი კვერცხის ნაჭუჭი ოდნავ უხეში და დაბურულია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ შევამოწმოთ კვერცხის ხარისხი და ვარგისიანობა: 4 მეთოდი…
გლერძი – ბუნების საოცრება! მცენარე, რომელიც საუკეთესო მკურნალადაა აღიარებული.