აბზინდის ღვინის სამკურნალო თვისებები

thumb

thumb

თუ საზაფხულო დასვენების მიუხედავად ძალები მაინც ვერ აღიდგინეთ და გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ამ საშუალების წყალობით თქვენ დაამარცხებთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

არსებობს უამრავი საშუალება დაღლილობის დასამარცხებლად. ერთ-ერთი ასეთი ხალხური საშუალებაა აბზინდის ღვინო. მკურნალების თქმით, ამ საშუალების მიღების შემდეგ თქვენ უბრალოდ დაივიწყებთ დაღლილობის შეგრძნების შესახებ და იგრძნობთ ძალების მოზღვავებას.

აბზინდის ღვინის სამკურნალო თვისებები

აბზინდის სასმელი პირველად გამოჩნდა ძველ საბერძნეთსა და რომში. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აბზინდის ღვინო გამოიგონა ჰიპოკრატემ. მან ჩვეულებრივ ღვინოს დაუმატა არომატული ბალახები და სასმელი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სამკურნალო თვისებებით დაჯილდოვებულიც გახდა.

აბზინდის ღვინო გაგანთავისუფლებთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნებისგან, გაამაგრებს გულს, შეაჩერებს ფილტვების ანთებას, გააუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და გაასუფთავებს ნაწლავებს. უკუჩვენება ამ სასმელს მხოლოდ მათთვის აქვს, ვისთვისაც არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის მიღება.

აბზინდის ღვინის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 20 მლ. ახლად დაწურული მწარე აბზინდის წვენი
  • 75 გრ. თაფლი
  • 0,5 ლ. მშრალი თეთრი ღვინო

მომზადების წესი:

1. შეურიეთ ერთმანეთს თბილი ღვინოს თაფლი და კარგად გადაურიეთ.

2. მიღებულ ნაზავს დაუმატეთ აბზინდის წვენი, გადაიტანეთ შუშის ბოთლში და დადგით რამოდენიმე დღით ბნელ ადგილზე.

3. უნდა მიიღოთ დღეგამოშვებით 30 გრ. კურსი უნდა ჩაიტაროთ შემდეგნაირად: 1 კვირა მიიღეთ და 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ ისევ გააგრძელეთ.

ამ სამკურნალო სასმელის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. თუმცა უმეტესობა მას სვავს ქრონიკული დაღლილობისგან გასანთავისუფლებლად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია