ბეგქონდარა ბევრისთვის ნაცნობი სანელებელია, რომელსაც კულინარიაში იყენებენ. მას აქტიურად იყენებენ კუჭის, ფილტვების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ.
თუმცა ბეგქონდარა პირველ რიგში ხველების საწინააღმდეგო ბალახია. მრავალი საუკუნეა რაც მას ხალხურ მედიცინაში იყენებენ. ეს მცენარე უამრავი სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაშიც შედის. დღეს ჩვენ გიამბობთ თუ რისთვის უნდა დაამზადოთ ბეგქონდარას ნაყენი და როგორ მოამზადოთ მისგან სამკურნალო ჩაი.
ვისთვის არის სასარგებლო ბეგქონდარა?
სანამ მის სასარგებლო თვისებებზე გადავალთ, ჯერ უკუჩვენებებს გაგაცნობთ. ბეგქონდარას გამოყენება არაა რეკომენდირებული:
– ორსული და მეძუძური დედებისთვის
– ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის
– 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
– ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის
– ჰიპერვიტამინოზის ან ჰიპერკალციემიის მქონე ადამიანებისთვის
თუ ამ ჩამონათვალიდან არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, მაშინ შეგიძლიათ ბეგქონდარას გამოყენება. ამ სამკურნალო მცენარეს ხშირად იყენებენ სასუნთქი გზების ინფექციების პორფილაქტიკისთვის. თუ თქვენ გაქვთ ხელის ტკივილისა და წვის შეგრძნება, სპაზმური ხველა, ანგინა, გრიპი, გაციება ან ბრონქებში და ტრაქეაში ლორწოს გამოდევნის პრობლემა, მაშინ ეს მცენარე ნამვილად დაგეხმარებათ.
ბეგქონდარა ხველების წინააღმდეგ: მარტივი რეცეპტები
ანტისეპტიკური და მუკოლიზური თვისებების წყალობით ბეგქონდარას ჩაი ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ დაარბილოს და გამოდევნოს ნახველი.
პირველი სიმპტომების დროს
1 ჩ.კ. დანაკუწებულ ბეგქონდარას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი თიხის ჭურჭელში. გააჩერეთ 45 წუთი და დალიეთ. უნდა მიიღოთ სამ ნაწლიდან დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია მიღებიდან მიღებამდე თანაბარი დროის შუალედის დაცვა.
ხველების და გაციების დროს
გაძნელებული ხველების და ნახველის დროს სასურველია ძლიერი ბეგქონდარას ჩაის დალევა. ამ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული რეცეპტით უნდა მოამზადოთ:
პირველი რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ ნაყენი. ამის შემდეგ პროპორციით 1:1-თან შეურიეთ ალოე წვენი და 1 ჩ.კ. თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ ყოველ 2,5 საათში ერთხელ 2 ს.კ. ასეთი მკურნალობის კურსი გღზელდება 4-6 დღე და იწვევს სრულად განკურნებას.
ბეგქონდარას ინჰალაცია
საკმარისია მხოლოდ 8 წუთიანი პროცედურა ახლად მოხარშული ნაყენით, რათა ორთქლმა მოახდინოს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსზე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ინჰალაციის ჩატარება არა მხოლოდ ბალახით, არამედ ბეგქონდარას ეთერზეთითაც შეგიძლიათ. ცხელ წყალში ჩააწვეთეთ 5 წვეთი ზეთი.
ბეგქონდარა მიკროელემენტების და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მისი ჩაი არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საკვები ღირებულების მქონეცაა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!