შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

სულ ცოტა ხნის წინ ერთმა კორეულმა სერიალმა დამაინტერესა. მეთორმეტე სერიაზე უბრალოდ დავინტერესდი მთავარი როლის შემსრულებლის ბიოგრაფიით და როცა გავეცანი შოკირებული დავრჩი. საქმე იმაშია, რომ თურმე 40 წლის ქალბატონი ასრულებდა უფროს კლასელი გოგონას როლს და მას ეს საერთოდ არ ეტყობოდა. დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყოველი მეორე კორეელი ზუსტად ასე გამოიყურება. მათი სარკისებური კანი ნამდვილად ხდება შურის საბაბი, მაგრამ რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო?

 

კორეული ტრენდი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

თუ კითხავთ კორეელ ქალბატონს თუ როგორ გამოიყურება ახალგაზრდა კანი, ის გიპასუხებთ: ”როგორც შუშა”. სწორედ ამაში მდგომარეობს ტრენდის არსიც. ეს ხომ ისედაც ცხადია, რომ ახალგაზრდა კანი ასოცირდება კანის თანაბარ ფერთან, შეუმჩნეველი ფორებთან და კანის ბზინვარებასთან.

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიხვდი თუ რაშუ მდომარეობს კორეელი ქალბატონების სილამაზის საიდუმლო. ისინი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონები არიან. მათ იციან, რომ მბზინავი კანი ვიზუალურად ბევრად კარგად არბილებს ნაოჭებს და კანის სხვა დეფექტებს.

როგორ მივიღოთ კანზე შუშის ეფექტი

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

კორეული სახის კანის მოვლის სტრატეგია ერთი ფრაზით რომ ხასიათდებოდეს, ზუსტად ასე გაჟღერდებოდა: ”არავითარი ცხიმიანი და მკვებავი კრემები!” არადა მათზე უარის თქმა განსაკუთრებით რთულია ზამთარში. კორეელები უპირატესობას ანიჭებენ კანის მაქსიმალურ გამოკვებას და დატენიანებას.

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

კორეელები იყენებენ მსუბუქი სტრუქტურის მქონე კოსმეტიკას, თუმცა მას ისმევენ დღეში რამოდენიმეჯერ და თან ფენებად. დილით ქალბატონები იტარებენ პილინგის პროცედურას, შემდეგ იყენებენ გელისებურ შრატს და მსუბუქ ესენციას.

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

ეფექტს დამატენიანებელი გელით იცავენ. რამოდენიმე წუთში კი ისმევენ მსუბუქ ტონს და მიდიან სამსახურში. საკმაოდ ხალნგრძლივი პროცედურაა ხომ მეთანხმებით? შრატს კი იყენებენ ჰიალურონის მჟავაზე ან С ვიტამინზე დამზადებულს, რაც კანს ანიჭებს ბზინვარებას.

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

სარკისებური კანი მუდმივ ყურადღებას და მოვლას მოითხოვს. საჭიროა ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემიც. წარმოიდგინეთ მხოლოდ დილის პროცედურისთვის 5 კოსმეტიკური საშუალებაა საჭირო.

შუშის კანი: რა საიდუმლოს მალავენ კორეელი ქალბატონები

მართალია ინტერნეტში უამრავი ხრიკია, თუ როგორ უნდა მიიღოთ სარკისებური კანი კოსმეტიკის დახმარებით. თუმცა ნამვილი ხელოვნებაა როცა კანს ბუნებრივად უნარჩუნებ ბზინვარებას მოვლის საფუძველზე. ეს საკმაო დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ბევრად ეფექტურია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია