გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

ბავშვობაში როცა ვავადმყოფობდი ბებია ძალიან ბევრ ჟოლოს მურაბას მაჭევდა, ნაწილით ჩაის მიმზადებდა და ნაწილს პურზე მისმევდა. ხველების დროს კი მიწევდა ორთქლის სუნთქვა. სოფელში უამრავი ბალახი მოიპოვებოდა ინჰალაციის გასაკეთებლად.

ხშირად კარტოფილის ნახარშს მასუნთქებდნენ, მაგრამ როცა საქმე მკურნალობაზე მიდგებოდა, მაშინ ბებო სამკურნალო მცენარეებს იყენებდა. ის ყოველთვის საკუთარი ხელებით კრეფდა მათ და ინახავდა.

როგორ გავიკეთოთ ინჰალაცია უსაფრთხოდ

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

თუ თქვენ ინჰალაციის ძველებურად გაკეთებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია რამოდენიმე წესის გათვალისწინება. ინჰალაციის დროს შესაძლოა მიიღოთ დამწვრობა ორთქლისგან. ამის თავიდან ასაცილებლად, ინჰალაცია მხოლოდ მაშინ გაიკეთეთ როცა წყლის ტემპერატურა ჩამოვა 50 გრადუსზე, ბავშვებისთვის კი 40 გრადუსზე.

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

უფროსებისთვის პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 წუთს, ხოლო ბავშვის 3-4 წუთს. ამასთან ერთად დაშორება სახესა და სითხის ზედაპირს შორის არ უნდა იყოს 40 სმ-ზე ნაკლები. იმისთვის, რომ მიიღოთ აბანოს ეფექტი, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი. არ უნდა გააკეთოთ შესვენებები. თუ სუნთქვა გიძნელდებათ, ჯობია პროცედურის ჩატარება საერთოდ შეწყვიტოთ.

მცენარეები მშრალი ხველის დროს ინჰალაციისთვის

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

იმისთის, რომ მშრალი ხველა დაამარცხოთ, პირველ რიგში ფილტვებში უნდა გაზარდოთ ნახველის რაოდენობა და შემდეგ გამოდევნოთ ის. ასეთი პროცედურისთვის გამოგადგებათ შემდეგი მცენარის ინჰალაცია:

– გვირილა

– ცაცხვი

– ვირისტერფა

– სამყურა

– პარმელია

– მულეინი

– ველური როზმარინი

მცენარეები სველი ხველების დროს ინჰალაციისთვის

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

თუ თქვენ სველი ხველა გაქვთ, მაშინ უნდა გამოიყენოთ ამოსახველებელი მცენარეები. ისინი დაგეხმარებათ ნახველისგან ფილტვების განთავისუფლებაში. ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება:

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

– პიტნა

– ღვია

– ბეგქონდარა

– სალბი

– ცერეცო

– კომფრი

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

ხშირად სველი ხველების დაძლევა მხოლოდ ინჰალაციით ვერ ხერხდება. საჭიროა პირის ღრუშიც გამოივლოთ სამკურნალო ბალახების ნაყენი: გვირილა, პიტნა, სალბი ან ფიჭვის კვირტები. თუ ხველების დროს გრძნობთ ტკივილს, მაშინ სავლები ნახარში მოამზადეთ თიამისგან, კრაზანის ყვავილისგან, ტირიფის ქერქისგან ან ორეგანოსგან.

 

მცენარეები ბავშვებისთვის

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

ასეთი ფიტოთერაპია ყველაზე პატარებისთვისაც კი დასაშვებია. საერთოდ ინჰალაციას ბავშვებს 3 წლის ასაკიდან უტარებენ. მაინც გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. რაც შეეხება მცენარეებს, მათ შორის ყველაზე უსაფრთხო არის:

გვირილა, ცერეცო, ვირისტერფა, სამყურა, თიამი, ველური როზმარინი, კამის თესლი, ანწლი და ცაცხვი.

გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ ხველების დროს ყველაზე მეტად რომელი მცენარის ინჰალაცია დაგეხმარებათ
ბანანის ჩაი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად: როგორ მოვამზადოთ ის