ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხს აგებს ნერვული სისტემის, ფსიქიკის, გულ-სისხლძრღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპორდუქციული და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მუშაობის მდგომარეობაზე.
როცა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა ირღვევა, ამას მოჰყვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა. ყველაზე ხშირად ამ პრობლემის წინაშე დგებიან 40 წელს გადაცილებული ქალბატონები.
ფარისებრი ჯირკვლის ორი მთავარი ჰორმონია ტრიიოდთირონინი (Т3) და თიროქსინი (Т4), რომელიც შედგება ტიროზინისგან და იოდისგან.
ფარისებრი ჯირკვალი ასევე აწარმოებს კალციტონინს. ეს ჰორმონი ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ააქტიურებს მინერალების მიმოცვლას, ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებას და მათი აღდგენითი პროცესის დაჩქარებას.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის ადრეულ ეტაპზე შემჩნევა საკმაოდ ძნელია, ამიტომ ჯობია წინასწარ იზრუნოთ თქვენს ჯანრთელობაზე მარტივი და ოპტიმალური დიეტის დახმარებით.
კვერცხის გულის სასარგებლო თვისებები ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის დროს
ისევე როგორც ყველა სხვა ორგანო, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაც დამოკიდებულია მისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებების რეგულარულ მიღებაზე. კვერცხის გული საუკეთესო საშუალებაა ამისთვის.
ტიროზინი
ეს არის ამინომჟავა, რომელიც შეიწოვება ცილოვანი საკვებიდან და გამომუშავდება სხვა ამინომჟავის, ფენილალანინის წყალობით. ტიროზინი არის ნამდვილი კარგი განწყობის ფორმულა. ის მოგაშორებთ პანიკის და შიშის შეგრძნებას, დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში. 2 კვერცხი შეიცავს 0,5 გრ. ტიროზინს და 0,7 გრ. ფენილალანინს.
იოდი
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!