როგორც ჩემი ბებია იტყოდა, მოხუცმა რა ფერის მანიკურიც არუნდა წაისვას, ხელები მაინც გასცემს მის ასაკსო. მხოლოდ დეკორატიული მოვლა ნამდვილად არაფერია, თუ არ იზრუნებთ ხელის კანზე. ბებია უპირატესობას ყოველთვის მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს ანიჭებდა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეცეპტია, გულყვითელას ხელის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი.
გულყვითელას და ქაცვის ზეთის ხელის ნიღაბი

ეს ნატურალური ნიღაბი დაგეხმარებათ სიმშრალის, ნახეთქების და სიწითლის მოცილებაში. მას აქვს ლიფტინგის ეფექტი და პირველივე გამოყენების შემდეგვე ვერ იცნობთ საკუთარ ხელებს.

დაგჭირდებათ:
– 2 ჭიქა წყალი
– 3 ჩ.კ. სახამებელი
– 1 ს.კ. მშრალი გულყვითელა
– 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი
– 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
1. აადუღეთ წყალი და დაასხით გულყვითელას. დადგით 2-3 საათით, გადაწურეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.

2. პარარელურად სახამებელს დაასხით ცოტაოდენი ცივი წყალი და კარგად აურიეთ.
3. როცა ნაყენი წამოდუღდება, ჩაასხით შიგნით სახამებელი, კარგად აურიეთ და 2-3 წუთი კიდევ ადუღეთ. უნდა მიიღოთ კისელის მსგავსი მასა.
4. როცა ნახარში ოდნავ შეგრილდება, გადაიტანეთ თასში და დაამატეთ ზეითუნის და ქაცვის ზეთი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და გააგრილეთ კანისთვის ასატან ტემპერატურამდე.
გამოყენების წესი:
კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და ამის შემდეგ ჩააწყვეთ მომზადებულ აბაზანაში. გააჩერეთ ხელები 10 წუთის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე გაიკეთეთ წრიული მოძრაობებით მსუბუქი მასაჟი. ამის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.
ეს საშუალება იდეალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ის იცავს კანს გამოშრობისგან და უნარჩუნებს მას სიგლუვეს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.















