დაფნის ფოთოლი მახსენებს ბავშვობის სასიამოვნო მოგონებებს. მახსოვს ბებიის მიერ მომზადებულ უგემრიელეს სადილში მოცურავე მწვანე ფერის ფოთოლი. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რამხელა სასარგებლო თვისებების მატარებელი იყო ეს არომატული სანელებელი. როგორც აღმოჩნდა დაფნის ფოთოლს არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ სამკურნალოდაც საკმაოდ წარმატებით იყენებენ. ეს არის ნამდვილი სუპერ-პროდუქტი.
დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები
დაფნის ფოთოლი შესანიშნავი დამხმარეა საკვების მონელების პროცესში. მისი წყალობით ძლიერდება ფერმენტების, ნერწყვის და კუჭის წვენის გამომუშავება. ამ შემთხვევაში დაფნის ფოთოლს იგივე მოქმედება აქვს, როგორიც მიხაკს.
თუ თქვენ ყურადღებას აქცევთ თქვენი კვების რაციონს, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ… მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თუ რას მივირთმევთ, არამედ ისიც თუ როგორ ხდება შემდეგ მისი ათვისება ორგანიზმის მიერ. დაფნის ფოთოლი ხელს უწყობს ამ პროცესის მოწესრიგებას.
გარდა ამისა, დაფნის ფოთოლი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს და სხვა ნივთიერებებს, რომელიც ანიჭებს ამ სანელებელს ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს.
მიხაკის მსგავსად, დაფნის ფოთოლიც ნელ-ნელა უნდა დაღეჭოთ და შემდეგ გადაყლაპოთ. სანელებლის მიღება შეგიძლიათ როგორც დილით, ასევე საღამოს ძილის წინ. დაფნის ფოთოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები.
დაფნის ფოთოლი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს: კალციუმი, რკინა, მანგანუმი და სპილენძი. ასევე В, А და С ჯგუფის ვიტამინებს. თუ გინდათ, რომ ამ სანელებლისგან მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი, მაშინ ის უნდა შეიძინოთ ქართული, თურქული, ბერძნული ან აზერბაიჯანული წარმოების.
დაფნის ფოთლის შეძენისას აუცილებლად კარგად დააკვირდით მის ფოთლებს. ფოთლები არ უნდა იყოს ფერწასული ან დატეხილი. ხარისხიან სანელებელს აქვს მძაფრი არომატი. თუ დაფნის ფოთოლის შენახვიდან 6 თვეზე მეტი გავიდა, ჯობია გადაყაროთ და ახალი შეიძინოთ. მისი შენახვა რეკომენდირებულია ბნელ, გრილ და მშრალ ადგილზე.
იცოდით, რომ დაფნის ფოთოლს წვავენ კიდეც? მისი სურნელი შესანიშნავია დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ სტრესის მოსახსნელად.
მას ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაშიც. სანელებლისგან ამზადებენ სხვადასხვა მალამოს, კომპრესებს და ნაყენს. დაფნის ფოთლის ნახარში ძალიან კარგია თმების გასაძლიერებლად.
რჩევა რედაქციისგან:
გაითვალისწინეთ! დაფნის ფოთლის გამოყენება არაა რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!