ქლორჰექსიდინი – წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ…

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

ქლორჰექსიდინი შეუცვლელი ანტისეპტიკური საშუალებაა მედიცინაში. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებენ ქირურგიაში. ეს არის უსუნო და უფერული ხსნარი, რომელიც არც წვავს, არც კანს აშრობს და არც ცხიმიან ლაქებს ტოვებს. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ის ყველას უნდა გქონდეთ სახლში. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის სახლის პირობებში.

 

ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატის ხსნარი

1. ყელის ანთების მკურნალობა.

ყელის ტკივილის დროს ქლორჰესიდინი დაგეხმარებათ. გამოივლეთ პირის ღრუში თბილი (არა ცხელი) წყალი. გაურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. ქლორჰესიდინი და 2 ს.კ. წყალი. გამოივლეთ ყელში 3-5 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ არ მიიღოთ არანაირი საკვები ან სასმელი 2 საათის მანძილზე.

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

2. პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა.

ღრძილების ანთების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე ხსნარი, რაც ყელისთვის. სავლები დილას და საღამოს უნდა გამოივლოთ პირის ღღუში. ეს სავლები ასევე კარგია პირიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად და კარიესის გაჩენას უშლის ხელს. თუ ღრძილების პრბლემა არ გაქვთ, მაშინ არ გირცევთ ამ ხსნარის გამოყენებაშ, რათა არ გააფუჭოთ თქვენი მიკროფლორა. ამ ხსნარის გამოყენებას ექიმები გვირჩევენ სტომატიტის დროსაც.

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

 

3. თვალების მკურნალობა ცხოველებისთვის.

ქლორჰექსიდინით შეგიძლიათ თქვენს შინაურ ცხოველებს მოწმინდოთ თვალები როცა აქვთ გაღიზიანებული ან მცირეოდენი გამონადენი. გაითვალისწინეთ! არავითარ შემთხვევაში არ ჩააწვეთოთ, მხოლოდ მოწმინდეთ ბამბის დისკის ან ბინტის დახმარებით დახუჭული თვალები.

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

4. უსიამოვნო სუნის მოცილება.

იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნისგან, უბრალოდ გაწმინდეთ ის შიგნიდან ქლორჰექსიდინში დასველებული ბამბის დისკით. იგივე შეგიძლიათ ფეხზეც გაიმეოროთ, განსაკუთრებული ყურადღება თითებს შორის ადგილს მიანიჭეთ.

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

5. კოსმეტოლოგიაში.

რადგან ქლორჰექსიდინი ერთ-ერთი უძლიერესი ანტისეპტიკია, კოსმეტოლოგები მის ქონას თითოეულ ქალბატონს ურჩევენ. გაიწმინდეთ ქლორჰექსიდინის ხსნარით სახე გაწმენდის, ინექციის ან პილინგის შემდეგ. სახეზე გამონაყარის ხელით ამოღებამდე აუცილებლად დაიმუშავეთ კანი ქლორჰექსიდინით და პროცედურის შემდეგაც აუცილებლად გაიწმინდეთ.

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

6. ნივთების დეზინფექცია.

ქლორჰექსიდინითა და ბამბის დისკით გაწმინდეთ თქვენი მობილური ტელეფონი, ასე თავს დაიცავთ სახეზე გამონაყარის გაჩენისგან. ამ ხსნარით ასევე შეგიძლიათ ავტომობილის და კონდეციონერების დეზინფექცია. ამისთვის გამოიყენეთ შესასხურებელი თავის მქონე ბოთლი. ეს ხსნარი არ ტოვებს არანაირ ლაქას.

ქლორჰექსიდინი - წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ...

7. ანტისეპტიკური სნარი და ჭრილობის დამუშავება.

ქლორჰექსიდინი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ხელის ანტისეპტიკი. ის იდეალურია ჭრილობების დასამუშავებლად, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რადგან არ იწვევს წვას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ქლორჰექსიდინი – წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ…
ჩიას თესლი-ის სურათის შედეგი
აღმოჩნდა, რომ ეს მცენარე ღვთისგან ბოძებული მკურნალი ყოფილა, მისი სახელია…