ამ ჯადოსნური კრემის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ ნაოჭებს დიდი ხნით!

ამ ჯადოსნური კრემის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ ნაოჭებს დიდი ხნით!

ამ გამაახალგაზრდავებელი კრემის შესახებ გავიგე დაახლოებით 3 წლის წინ ჩემი მეზობლისგან. როცა ის გადმოვიდა ჩვენს კორპუსში, მისმა ასაკმა ყველა გაგვაოცა. 69 წილს ქალი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და ეს ნამდვილად არ იყო კარგი ცხოვრების შედეგი, რადგან საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი.

თითოეული ჩვენგანი დაინტერესდა მისი სახის კანის მოვლის პროცედურით. ყველამ ვიცოდით, რომ ძვირადღირებულ მოვლის საშუალებებს ნამდვილად ვერ შეიძენდა და ამან უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია. როცა დავუახლოვდით ერთმანეთს, სწორედ მაშინ ჩამაწერინა კრემის რეცეპტი, რომელსაც თავად ამზადებს და უკვე 17 წელია რაც იყენებს. დაუჯერებელია, მაგრამ როცა თავად დავიწყე ამ კრემის გამოყენება შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. მინდა ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ…

 

გამაახალგაზრდავებელი სახის კრემი

დაგჭირდებათ:

– 100 გრ. ნაღები

– 1 ცალი უმი კვერცხის გული

– 1 ს.კ. თხევადი თაფლი

– 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

– 2 ს.კ. კონიაკი

 

მომზადების და გამოყენების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

ყოველ საღამოს სუფთა და მშრალ კანზე წაისვით. დაახლოებით 1 საათში კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ აღარ არის საჭირო არანაირი დამატებითი კრემის წასმა.

უმრავლესობას უჩნდება კითხვა: კი მაგრამ ეს ხომ ნიღაბია და არა კრემი? თუ კრემია რა საჭიროა ჩამობანა? ჩემთვის ეს უბრალოდ ჯადოსნური კრემია , რომელსაც აქვს ჯადოსნური ეფექტი. სცადეთ აუცილებლად და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც დიდი სიხარულით გაუზიარებთ შემდგომ ამ რეცეპტს სხვებს.

 

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ამ ჯადოსნური კრემის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ ნაოჭებს დიდი ხნით!
დაამარცხეთ უძილობა მარტივად…