კურზეს ამზადებენ სხვადასხვა შიგთავსით: ხაჭო, კვერცხი, ჭინჭარი და ხორცი. მხოლოდ ხორციან შიგთავსს უმატებენ ასევე ტომატ-პასტას. დღეს შემოგთავაზებთ კურზეს უკრაინულ რეცეპტს, რომელიც არანაკლებ გემრიელია და თქვენი სუფრის განუყრელი ნაწილი გახდება.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
– 2 ჭიქა ფქვილი
– 1 ცალი კვერცხი
– 110 მლ. წყალი
– ნახევარი ჩ.კ. მარილი
– 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
– 500 გრ. ღორის ან საქონლის ხორცი
– 1 ცალი ხახვი
– 1 კბილი ნიორი
– მარილი გემოვნებით
– შავი პილპილი გემოვნებით
ცომის მომზადების რეცეპტი:
1. ფქვილი მოათავსეთ თასში.
2. ცალკე თასში გადაურიეთ ერთმანეთში კვერცხი, მარილი, ზეთი და წყალი.
3. მიღებული მასა ჩაასხით ფქვილი და მოზილეთ ზომი. უნდა ზილოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
4. გადააფარეთ ტილო და დატოვეთ მოსასვენებად 30 წუთით.
შიგთავსის მომზადების რეცეპტი:
1. ერთად გაატარეთ ხორცი, ნიორი და ხახვი.
2. ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
3. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, რათა გამოვიდეს წვნიანი.
კურზეს მომზადების წესი:
1. გააბრთყელეთ ცომი დაახლოებით 1-2 მმ. სისქემდე.
2. გამოჭერით ჭიქის საშულებით წრეები.
3. თითო წრეზე დადეთ 1 ჩ.კ. შიგთავსი.
4. შეახვიეთ ფოტოზე ნაჩვენებ ფორმაზე.
5. უნდა მოხარშოთ მარილიან მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში.
ქვაბიდან ამოიღეთ საწურის მეშვეობით და გადაუსვით ნაღების კარაქი. სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ არაჟანთან ერთად.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
გემრიელად მიირთვით!