მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ საიდან გაჩნდა ხელებზე ეს უცნაური გამონაყარი… სახიფათო დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნები!

непереносимость глютена

непереносимость глютена

ცელიაკია ავტოიმუნური დაავადებაა როგორც დიდებში, ასევე პატარებში. ეს დაავადება ჩნდება ორგანიზმში გლუტენის შეუთვისებლობის დროს. ეს ცილა გხვდება ბევრ მარცვლეულში.

გლუტენის გარეშე თითქმის არცერთი მაკარონი და პურ-ფუნთუშეული არაა. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება ნაწლავების დაზიანება და ნივთიერებათა შეწოვის უნარის დაქვეითება.

ცელიაკიას ხშირად აიგივებენ საკვების ალერგიასთან, თუმცა ეს აბსლუტურად სხვადასხვა დაავადებაა.. გლუტენი რეალურად არ არის ალერგენი, აქედან გამომდინარე მასზე ალერგიაც არ არსებობს.

 

ცელიაკიას სიმპტომები

გლუტენის შეუთვისებლობის დროს, ძირითადად ხდება სიმპტომების მოხსნაზე მუშაობა და არა დაავადების განკურნება. ის განაგრძობს ორგანიზმის დანგრევას.

 

1. ნაწლავების ტკივილი

ყველაზე აშკარა ნიშანი, რომელიც მიუთითებს გლუტენის შეუთავსებლობაზე, არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა. ცელიაკიათი დაავადების დროს გლუტენის შემცველი საკვების მიღებისას განიცდიან ძლიერ ტკივილს. ჩნდება მუცლის შებერილობა და ფაღარათი.

2. თავბრუსხვევა

იმის გამო, რომ ნაწლავები ვეღარ შეიწოვენ სრულფასოვნად ყველა სასარგებლო მიკროლელემენტებს და ვიტამინებს, ადამიანი გრძნობს სისუსტეს და თავბრუსხვევას.

3. ხასიათის ცვლილება

გლუტენის შეუთავსებლობის მქონე ადამიანები ხშირად  განიცდიან ხასიათის უეცარ ცვლილებას. ხდებიან გაღიზიანებულები გაურკვეველი მიზეზების გამო და აფორიაქებულები.

4. შაკიკის შეტევები

სხვა სიმპტომებთან ერთად ჩნდება თავის ძლიერი ტკივილებიც. ეს კი უმეტესწილად საკვების მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ ვლინდება.

5. კანზე გამონაყარი და ქავილსი შეგრძნება

როცა ნაწლავები ვერ იღებს გლუტენს, ეს მაშინვე აისახება კანზე გამონაყარის სახით. ეს არის იმუნური სისტემის რეაქცია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევისას.

6. ქრონიკული დაღლილობა

თუ ადამიანი დღე-ღამეში 8-9 საათი ძილს ახერხებს და მაინც დაღლილი იღვიზებს, ეს საკმაოდ ცუდი ნიშანია. ეს ყველაფერი უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი ბოლო ენერგიას ხარჯავს საკვების გადამუშავებაზე და მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე. როგირც კი პაციენტი რაციონიდან ამოიღებს გლუტენის შემცველ პროდუქტებს, მაშინვე უმჯობესდება ამ მხრივ მისი მდგომარეობა.

7. ლაქტოზის შეუთავსებლობა

ცელიაკიასა და ლაქტოზის შეუთავსებლობას მსგავსი სიმპტომები აქვთ. აუცილებელია, რომ გამოკვლევა ორივე მიმართულებით ჩაიტაროთ. ხშირად ხდება ისე, რომ ეს ორი დარღვევა ერთდროულად ვითარდება.

 

ერთადერთი გზა ცელიაკიის სამკურნალოდ, არის მკაცრი დიეტა, რომელიც გულისხმობს რაციონიდან გლუტენის შემცველი საკვების მთლიანად ამოღებას. როცა სიტუაცია გამწვავებულია, ამ სემთხვევაში საჭირო ხდება მედიკამენტების ჩართვაც. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპოტმებისას ჯობია დროულად მიმართოთ სპეციალისტს რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ საიდან გაჩნდა ხელებზე ეს უცნაური გამონაყარი… სახიფათო დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნები!
ექიმი ლეო ბოკერია: ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეინარჩუნებთ ჯანსაღ გულ–სისხლძარღვთა სისტემას და თავიდან აიცილებთ დაავადებების განვითარების რისკს…