წონის დაკლება ერთი შეხედვით რთული ჩანს, მაგრამ ეს საკმაოდ მარტივია. არსებობს უნივერსალური გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ ჭარბი წონის მოშორებაში. ეს კი გულისხმობს რაციონის ცილოვანი საკვებით გამდიდრებას და ბევრი წყლის დალევას. ასევე უნდა მოერიდოთ შაქარს, პურს და რაფინირებულ ნახშირწყლებს. თუმცა რას იტყოდით წონის კლების პროცესის დაჩქარებაზე?
თუ გინდათ, რომ წონაში კლების პროცესი წარმატებით წარიმართოს და თან ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე, მაშინ აუცილებლად უნდა მოახდინოთ ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან.
ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესებას და წონის კლების დაჩქარებას უზრუნველყოფს ბოჭკოვანი კოქტეილი. დალიეთ ის ყოველდღე, დილით უზმოზე და რამოდენიმე დღეში უკვე შეამჩნევთ შედეგს. დღეს ერთ-ერთი ასეთი კოქტეილის მომზადების წესს გაგაცნობთ.
გასახდომი კოქტეილი
დაგჭირდებათ:
– 1 ჭიქა უცხიმო კეფირი
– 2 ს.კ. ქატო ან შვრია
– 1 ს.კ. სელის ფქვილი
– 1 ჩ.კ. კაკაო
– ცოტაოდენი დარიჩინი
– 6-7 ცალი შავი ქლიავის ჩირი
– 50 მლ. ცხელი წყალი
მომზადების წესი:
1. ქლიავის ჩირს დაასხით ადუღებული წყალი, რომ კარგად გაფუვდეს.
2. ცივ კეფირს დაუმატეთ სელის ფქვილი, კაკაო, დარიჩინი და ქატო (ან შვრია).
3. დამბალი ქლიავის ჩირი გადაწურეთ და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ 1 ცალი ფინიკიც დაუმატოთ.
4. ჩაასხით ბლენდერში კეფირიანი მასა და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. თქვენი კოქტეილიც მზადაა!
ეს კოქტეილი თქვენი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესებას. ეს ხდება შავი ქლიავის დამსახურებით, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, თუთიას და ბოჭკოს.
შავი ქლიავი ასევე ხელს უწყობს მადის დაქვეითებას და დაგიკარგავთ ტკბილის მოთხოვნილებას. ის შეიცავს სორბიტოლს და ნაცარს, რომელიც ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. წონის დაკლება ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. ეს არის უგემრიელესი სასმელი, რომელიც 90 კგ-დან 65 კგ-ზე ჩამოგიყვანთ!
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!