უკვე უამრავი მწარმოებელი ცდილობს ქიმიური ნივთიერებების ნატურალურით ჩანაცვლებას, რადგან მათი ეფექტურობა არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურს და თან უსაფრთხოა.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ 8 მცენარეს, რომელიც იდეალურია პირის ღრუს და კბილების ჯანმრთელობისთვის. ისინი ხელს უწყობენ პირის ღრუში ანთებითი პროცესების მოგვარებას და ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.
1. ალოე (Aloe)
ჭრილობებისა და ანთებითი პროცესების დროს ალოე ძალიან კარგი ბუნებრივი საშუალებაა. ის შეიცავს Е ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს აღდგენითი პროცესის დაჩაქრებას. საკმარისია მხოლოდ მისი წვენის წასმა პრობლემატურ ადგილზე დღეში რამოდენიმეჯერ.
2. მიხაკი (Syzygium aromaticum, Eugenia caryophyllata)
მიხაკის შემცველობაში მყოფი ეთერზეთი ხელს უწყობს კბილისა და ღრძილის ტკივილის გაყუჩებას. უბრალოდ დაღეჭეთ 1-2 ცალი მიხაკი და დაახლოებით 15 წუთში ტკივილი გაქრება.
3. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთი ეფექტურად ათეთრებს კბილებს, თუმცა გარდა ამისა ის გამოიყენება ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგოდ. 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1-2 წვეთი ჩაის ხის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 2-3 ჯერ.
4. გულყვითელა (Calendula officinalis)
კბილების გასამაგრებლად შეგიძლიათ გაიკეთოთ გულყვითელას სავლები. დღეში 1-2 ჯერ გამოივლეთ ნაყენი პირის ღრუში.
5. ნიმი (Azadirachta indica)
იცოდით, რომ ნიმის ხის ფხვნილს ამატებენ ყველაზე ხარისხიან კბილის პასტებში? ის ხელს უწყობს კბილის გათეთრებას და პირიდან უსიამოვნო სუნის მოცილებას.
6. პიტნა (Mentha pulegium)
პიტნა კარგად უმკლავდება უსიამოვნო სუნს პირის ღრუში და შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. სამკურნალოდ შეგიძლიათ პიტნის ეთერზეთის გამოყენებაც.
7. სალბი (Salvia officinalis L)
სალბი გამოიყენება პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებების სამკურნალოდ. სალბის ნაყენის საშუალებით შეგიძლიათ ყელის ტკივილსაც გაუმკლავდეთ.
8. მური (Commiphora myrrha)
მური ერთ-ერთ უნიკალური მცენარეა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პირის ღრუს წყლულოვან დაავადებებს და ღრძილების ანთებას.
თითოეული ეს მცენარე სასარგებლოა თქვენი კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული სტომატოლოგიური პრობლემები რომელსაც აუცილებლად სპეციალისტის ჩარევა სჭირდება.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!