სასწაულმოქმედი თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი!

სასწაულმოქმედი თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი!

დღეს ჩვენ გაგაცნობთ სასწაულმოქმედი თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბის რეცეპტს. მისი დახმარებით თქვენ შეაჩერებთ თმის ცვენას და დააჩქარებთ მის ზრდას.

 

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

დაგჭირდებათ:

– 1 ს.კ. წიწაკის ნაყენი (მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში)

– 1 ს.კ. თქვენი თმის ტიპის შესაბამისი ბალზამი

– 1 ს.კ. აბუსალათინის, ბირკავას ან ნუშის ზეთი

 

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაითვალისიწნეთ, რომ ზეთი უნდა იყოს შემთბარი.

გამოყენების წესი:

ნიღაბი უნდა წაისვათ ბამბის დისკის დახმარებით თმის ძირებში და გაიჩეროთ 1 საათით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა შეიზილოთ და არც შეიფუთოთ. ამ ნიღბის გამოყენება რეკომენდირებულია კვირაში 2-3 ჯერ 2-3 თვის განმავლობაში. ეს ნიღაბი ეეფქტურია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის სიმელოტის შესაჩერებლად და თმის ამოსაყვანად.

უსაფრთხოების წესები:
არ უნდა მოგხვდეთ ნიღაბი თვალში არავითარ შემთხვევაში. თუ თავზე წვას ვერ გრძნობთ ე.ი. წიწაკის ნაყენია ძველი ან ვადაგასული, ამიტომ ჯობია ახალი დაამზადოთ, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია