იაპონური სახის ლოსიონი, რომელიც გაახალგაზრდავებს თქვენს სახის კანს. რეცეპტი იხილეთ აქ…

იაპონური სახის ლოსიონი, რომელიც გაახალგაზრდავებს თქვენს სახის კანს. რეცეპტი იხილეთ აქ...

დღეს ჩვენ გასწავლით ანტიასაკობრივი სახის გამწმენდი ლოსიონის დამზადებას. სწორედ ეს ლოსიონია იაპონური სილამაზის საიდუმლო. მისი დამზადება საკმაოდ მარტივია და ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი.

სახის გამწმენდი ლოსიონი

 

დაგჭირდებათ:

– 2 ს.კ. უმაღლესი ხარისხის ბრინჯი

– 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი

– 5-6 წვეთი E ვიტამინი

– 1 ჭიქა წყალი

იაპონური სახის ლოსიონი, რომელიც გაახალგაზრდავებს თქვენს სახის კანს. რეცეპტი იხილეთ აქ...

მომზადების წესი:

– პირველ რიგში კარგად გარეცხეთ ბრინჯი გამდინარე წყლის ქვეშ. ამის შემდეგ დაასხით მას 1 ჭიქა წყალი და დადგით 10 წუთით.
– ბრინჯის წყალი გადაიტანეთ ბოთლში, დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.
– მიღებულ ნაზავს დაუმატეთ E ვიტამინი და კიდევ მოურიეთ.

თქვენი ლოსიონიც მზადაა! გაითვალისწინეთ, რომ უნდა შეინახოთ მაცივარში და ვარგისია მხოლოდ 7 დღის განმავლობაში.

გამოყენების წესი:

გაიწმინდეთ სახე დღეში 2-ჯერ ბამბის დისკის დახმარებით. ლოსიონი უნდა გაიჩეროთ 3 წუთის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანზე. პროცედურის ჩატარება ყოველდღე შეგიძლიათ. შედეგით თავადაც გაოცდებით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
იაპონური სახის ლოსიონი, რომელიც გაახალგაზრდავებს თქვენს სახის კანს. რეცეპტი იხილეთ აქ…
ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს