როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი და რა პირობებში შევინახო სტაფილო, რომ არ დაობდეს და გახმეს. გაიგეთ აქ…

როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი და რა პირობებში შევინახო სტაფილო, რომ არ დაობდეს და გახმეს. გაიგეთ აქ...

ბოსტანში მუშაობა საკმაოდ შრომატევადია. ყველას სურს, რომ  ჰქონდეს კარგი მოსავალი და რაც მთავარია შემდგომში შესაბამისი შენახვის პირობებიც შეუქმნას პროდუქტს. არაფერია იმაზე ცუდი, როცა შენი ნაშრომი უბრალოდ ფუჭდება ან არ გამოდის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. სტაფილოს დარგვისას საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოვუაროთ და მოსავლის აღებაც დროულად მოვახდინოთ. დღეს სწორედ სტაფილოს სწორად მოვლის პრირობებზე გესაუბრებით.

მოსავლის აღების დრო

სტაფილოს მოსავლის აღების პერიოდთან მიახლოებისას გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

1. მზაობის შემოწმება.

სტაფილოს მოსაცლის მთლიანად აღებამდე, ჯობია ჯერ შეამოწმოთ მისი მზაობა. ამოთხარეთ 1-2 ცალი და დაათვალიერეთ. უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი და გემოც შესაბამისი უნდა ჰქონდეს.

2. მომწიფების ვადა.

– შუა ზაფხულში უნდა აიღოთ ნაადრევად დამწიფებადი მოსავალი.
– ზაფხულის ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში უნდა აიღოთ საშუალო სიმწიფის მოსავალი.
– გვიანი დამწიფების სტაფილო დაზამთრებამდეც იზრდება, მაგრამ მოსავლის აღება აუცილებლად უნდა მოასწროთ ყინვების დაწყებამდე.

3. გარე მაჩვენებლები.

დარგვისას თუ ჩაინიშნავთ სად და რომელი სახეობა დათესეთ, ეს გაგიადვილებთ მოსავლის აღების პროცესს. თუ მაინც აგერიათ, მაშინ იხელმძღვანელეთ მცენარის გარეგანი მაჩვენებლებით. მიწაზე დაწოლილი და დამჭკნარი სტაფილო ამოთხარეთ.

მოსავლის აღების წესები

ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ ბევრად დიდხანს შეინახავთ თქვენს მოსავალს და შეუნარჩუნებთ მას წვნიანობას.

 

1. გიჩევთ პატარა ნაყოფები დატოვოთ გასაზრდელად და მხოლოდ მსხვილი ნაყოფი აიღოთ.

2. ფხვიერი ნიადაგის შემთხვევაში სტაფილოს ამოღება მარტივად შეგიძლიათ ხოლოდ ფოჩზე მოქაჩვითაც.

3. მკვრივი ნიადაგის შემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა აიღოთ მოსავალი ნიჩბის დახმარებით. გაითვალისწინეთ, რომ დაზიანებულ სტაფილოს დიდხანს ვერ შეინახავთ.

4. თუ მიწა სტაფილოზე დარჩა, მაშინ უბრალოდ ჩამოფერთხეთ ფრთხილად. მისი გაწმენდა ან აფხეკა არ შეიძლება, რადგან შესაძლებელია საფარველი დაუზიანოთ.

როგორ მოვამზადოთ სტაფილო შესანახად?

პირველ რიგში აიღეთ ბასრი დანა და ჩაუტარეთ მას დეზინფექცია, შემდეგ კი მიყევით ამ რჩევებს:

1. ფოჩების დაჭრა

სტაფილოს დააჭერით ფოჩები, მაგრამ არა ბოლომდე. (უნდა დაუტოვოთ 1 სმ-მდე.) ფოჩები უკვე დაკრეფილ მოსავალზე იჭრება.

2. გაშრობა

ფოჩებისგან განთავისუფლებული სტაფილო გაშალეთ ქსოვილზე 2-3 საათით ჩრდილში.

3. დახარისხება

მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, შესაძლოა მაინც დაგიზიანდეთ ნაყოფი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მალევე, რომ არ გაფუჭდეს. დაუზიანებელი და მსხვილი ნაყოფი კი შეინახეთ სარდაფში.

შენახვის პირობები

სტაფილო შენახვამდე აუცილებლად უნდა გაშალოთ ბნელ და გრილ ადგილზე 5-7 საათით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანოთ ის საკუჭნაოში. თუმცა საკუჭნაოშიც არის საჭირო გარკვეული პირობების შექმნა. ნაყოფს არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივი, ტემპერატურა უნდა იყოს 1-2 გრადუსი და ტენიანობა 80%. ერთი შეხედვით ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ ხრიკების გამოყენება.

 

სტაფილოს შენახვა ქვიშაში

1. ქვიშის ჩანაცვლება შეგიძლიათ ნახერხით ან ვერმიკულიტით.

2. აიღეთ ყუთი, რომელსაც ექნება მაგრად შეკრული ძირი. ჩააფინეთ ყუთში პარკი.

3. ყუთის ძირში 2-3 სმ. ფენად უნდა გადაანაწილოთ სველი ქვიშა. ქვისა და წყალი უნდა გადაურიოთ ერთმანეთს 10:1- თან პროპორციით.

4. ყუთის ძირში ჯერ დააწყვეთ პირველი ფენა სტაფილო, ოღონდ ნაყოფები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. ამის შემდეგ დააყარეთ სველიქვიშა 5-10 სმ. სისქეზე და დადეთ მეორე ფენა. ასე უნდა გააგრძელოთ ყუთის გავსებამდე.

5. გავსებული ყუთი აუცილებლად უნდა იყოს რაიმე სიმაღლეზე და არა იატაკზე.

სტაფილოს შენახვა პარკში

თუ შესაბამისი შესანახი ადგილი არ გაქვთ, მაშინ ბოსტნეული პარკში ჩააწყვეთ. აუცილებელია, რომ ხდებოდეს ვენტილაცია. პარკი ან ღია დატოვეთ ან დახვრიტეთ. უნდა შეიფუთოს მაქსიმუმ 5 ცალი. მსგავსი პრინციპით სტაფილო მაცივარში ინახება 2-3 თვე, ხოლო აივანზე 5 თვემდე.

ბოსტნეულის შენახვა შეიძლიათ გახეხილ მდგომარეობაშიც. გახეხეთ, ჩადეთ პარკში და შეინახეთ საყინულეში. ასე სტაფილო ჩვეულებრივ ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. იმედია ჩვენი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი და რა პირობებში შევინახო სტაფილო, რომ არ დაობდეს და გახმეს. გაიგეთ აქ…
ეგვიპტელი კარდიოლოგი ჰოსამ ფაუზი გირჩევთ, რომ აუცილებლად მიიღოთ ზამთარში ცივი წყალი. გაიგეთ რატომ…