კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ…

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

კოტლეტების მომზადების საიდუმლო

ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს სკოლის სასადილოებში მომზადებული კოტლეტის განსაკუთრებული გემო ან გსმენიათ მაინც მასზე ლეგენდები. ეს იყო განსაკუთრებული არომატის მქონე და ხრაშუნა კოტლეტები.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ კოტლეტების მომზადების საიდუმლო რეცეპტს, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს.

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

ადრე კოტლეტს არ წვავდნენ ტაფაზე და ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო იმისა, რომ მას განსაკუთრებული გემო ჰქონდა. კოტლეტები ცხვებოდა ღუმელში.

ერთ-ერთი კულინარიული საიდუმლო იმაშიც მდგომარეობდა, რომ ფარშს ურევდნენ პურს და თან არც ისე ცოტა რაოდენობით. პური იწოვდა ხორცის ბულიონს და ამით უნარჩუნებდა მათ წვნიანობას. პური აუცილებლად ჭვავის უნდა ყოფილიყო.

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

გაგიკვირდებათ და ფარშში კვერცხის ჩამატება კოტლეტების გამოშრობას იწვევს, ამიტომ არ ამატებდნენ მაშინ მას.

კოტლეტების მომზადების რეცეპტი

დაგჭირდებათ:

– 500 გრ. საქონლის ხორცი

– 500 გრ. ღორის ხორცი

– 5 ც. ხახვი

– ჭვავის პური

– 2 ჩ.კ მარილი

– წიწაკა გემოვნებით

– პანირებული ორცხობილები (საფანელი)

მომზადების წესი:

1. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში საქონლის ხორცი, ღორის ხორცი და ხახვი. ამის პარალელურად ჩაალბეთ პური წყალში, რომ დალბეს.

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

2. როცა პური კარგად დალბება, გაწურეთ და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

3. ხორცის ფარშს დაუმატეთ გატარებული პური, მარილი და წიწაკა. მიღებული მასა კარგად აურიეთ ერთმანეთს, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

4. აიღეთ ცოტაოდენი ფარში სველი ხელებით, მიეცით სასურველი ფორმა და ამოავლეთ საფანელში. სველი ხელებით მუშაობა გაგიმარტივებთ მომზადების პროცესს.

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

5. წინასწარ გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დააწყვეთ კოტლეტები. თითო მხრიდან უნდა გააჩეროთ 2-3 წუთით.

კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ...

სულ მალე იგრძნობთ მონატრებულ ძველ სურნელს და შემდეგ დატკბებით მისი არომატით. ასეთ კოტლეტებს ძალიან უხდება კარტოფილის პიურე.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
კოტლეტების მომზადების საიდუმლო, რომელიც გაგახსენებთ ძველ გემოს. რეცეპტი იხილეთ აქ…
ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება დიაბეტის წინააღმდეგ!