შვრიის ფაფის სასარგებლო თვისებები
1. კანის მდგომარეობის გაუმჯობესება
შვრია თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე იდეალურია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ეგზემა, დერმატიტი და ა.შ.
მაგნიუმი – ხელს უწყობს კანის უჯრედების მუდმივ განახლებას და არეგულირებს სისხლის მიმოქცევას.
მანგანუმი – ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას. ასევე კანის კანის შეშუპებისა და ანთების მოხსნას.
რკინა – ხელს უწყობს კანის დატენიანებას და განახლებას.
თუთია – ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ხსნის ფორებს და ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან.
2. ბევრად სწრაფად იზრდება კუნთოვანი მასა
ორგანიზმს ცილების დღიური ნორმის 15%-ით ასვებს მხოლოდ 8 ს.კ. შვრია. გარდა ცილებისა თქვენ მიიღებთ ანტიოქსიდანტებს, გლუტამინს და ვიტამინ E-ს. ამ შემთხვევაში ბევრად სწრაფად ვითარდება კუნთოვანი მასა და არა ცხიმოვანი.
3. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი
შვრია მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტებით, რომელიც ხელს უწყობს კანის ანთების მოხსნას, ქავილის შეჩერებას და არტერიული წნევის დარეგულირებას.
ბეტა-გლუკანი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას.
ანტიოქსიდანტების მოქმედება ბევრად ძლიერდება C ვიტამინთან ურთიერთქმედებისას, ამიტომ მიირთვით შვრიის ფაფა ფორთოხლის წვენთან ერთად.
4. ენერგიის მომატება
შვრია საკმაოდ დიდხანს ტოვებს დანაყრების შეგრძნებას. ნახშირწყლების მდიდარი შემცველობით ის შეგმატებთ ენერგიას, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. ამიტომ დაიწყეთ დილა შვრიის ფაფით.
5. წონაში კლება
შვრია შეიცავს ნელ ნახშირწყლებს, რომელიც არეგულირებს მადას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. შვრიის ყოველდღიურად მოხმარებისას ნივთიერებათა ცვლის პროცესი დაჩქარდება, რაც პირველ რიგში ხელს უწყობს წონის დაკლებას.
6. ქოლესტერინის დონის შემცირება
ბეტა-გლუკანის საშუალებით, შვრია ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. ლინოლენის და ხსნადი უჯრედისის დახმარებით, შვრია ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, რითიც ხელს უწყიბს ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი.
7. გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება
ანტიოქსიდანტების დახმარებით, შვრია ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების დაცვას თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისგან. ხოლო მასში შემადგენელი სასარგებლო ცხიმები, იცავს გულის უჯრედებს დაზიანებისგან.
8. მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას
საკვების ნორმალურად მონელებისთვის საჭიროა დღეში 25-35 გრ. უჯრედისის მიღება. 1 პორცია შვრია ამ ნორმის 1/5-ს შეიცავს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!