გაგაცნობთ არქიმანდრიტი გიორგის გამოცდილ რეცეპტს, რომელიც ეფექტურია კიბოს მეოთხე სტადიაზეც.

გაგაცნობთ არქიმანდრიტი გიორგის გამოცდილ რეცეპტს, რომელიც ეფექტურია კიბოს მეოთხე სტადიაზეც.

დღეს გაგაცნობთ არქიმანდრიტი გიორგის მიერ გამოცდილ კიბოს საწინააღმდეგო ნაყენის რეცეპტს, რომელიც თავდაპირველად საპატრიარქოს ჟურნალში იყო გამოქვეყნებული.

ამ რეცეპტის შესახებ დეკანოზის, სერაფიმე დანელიას წყალობით გახდა ცნობილი. დეკანოზის თქმით, მამა გიორგი მონაზვნურ ცხოვრებას სიყმაწვილიდან იყო შემდგარი და მედიცინის უზარმაზარი ცოდნა ღვთისგან ჰქონდა ბოძებული.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე განკურნა მამა გიორგიმ ავთვისებიანი სიმსივნისგან.

დეკანოზი:
”წლების მანძილზე არქიმანდრიტი უამრავ დასნეულებულ ადამიანს კურნავდა სულიერად თუ ხორციელად.”

რეცეპტი, რომელზეც დღეს გესაუბრებით, შედგება 16 სამკურნალო მცენარისგან. მისი დამზადება თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში.

 

დაგჭირდებათ:

1. სალბი (ლათ. Salvia officinalis L) – 35 გრ.

2. ჭინჭარი (ლათ. Urtica) – 25 გრ.

3. ასკილი (ლათ. Rosa canina) – 20 გრ.

4. ნეგო (ლათ. Helichrysum) – 20 გრ.

5. დათვის კენკრა (ლათ Arctostaphylos)- 20 გრ.

6. ორკბილა (ლათ. Bidens tripartita) – 20 გრ.

7. მწარე აბზინდა (ლათ. Artemisia absinthium) – 15 გრ.

8. ფარსმანდუკი (ლათ. Achillea) -10 გრ.

9. გვირილა (ლათ. Matricaria Chamomilla) -10 გრ.

10. ოქროსცოცხა (ლათ. callisia fragrans) -10 გრ.

11. ბეგქონდარა (ლათ. Thymus) -10 გრ.

12. ხეჭრელის ქერქი (Cortex Frangulae) -10 გრ.

13. არყის ხის კვირტები (Gemmae Betulae) -10 გრ.

14. წყლის სამყურა (ლათ. Menyanthes) -10 გრ.

15. ბერულა (ლათ. Gnaphalium uliginosum) -10 გრ.

16. შავბალახა (ლათ. Leonurus cardiaca) -10 გრ.

 

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად დააქუცმაცეთ და გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევის 6 ს.კ. ჩაყარეთ ემალირებულ ჭურჭელსი, დაასხით 2,5 ლ. ადუღებული წყალი და დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე 3 საათით.

მიღებული ნახარში გადაწურეთ, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, 1 ს.კ. ჭამამდე 1 საათით ადრე. მძიმე შემთხვევის დროს მიიღეთ 3 ს.კ.

მკურნალობის კურსი 30 დღიანია, შემდეგ დაისვენეთ 10-12 დღე და ისევ გააგრძელეთ.

მამა გიორგი ჩვეულებრივ წყალს ნაკურთ წყალსაც უმატებდა და დაუმატეთ თქვენც. ამ ნაყენის შენახვა მაცივარში თვეობითაც შეგიძლიათ.

ნაყენი ინახება დიდხანს. შეგიძლიათ მაცივარში თვეობით შეინახოთ, სანამ არ გათავდება. არ დაგავიწყდეთ ჩვეულებრივ წყალში ნაკურთხი წყლის დამატება.

მამაოს კომენტარი:

”ეს ნაყენი უამრავ ადამიანს დაეხმარა. ყოფილან ავადმყოფები, რომელთაც უიმედო მდგომარეობა ჰქონიათ და სრულად გამოჯანმრთელებულან. დაწყებით სტადიაზე მყოფი დაავადება ხომ უმარტივესად იკურნება.  ნაყენი აღადგენს უჯრედებს მთელს ორგანიზმში და არ გააჩნია უკუჩვენება.”

უფალმა მოიხსენოს არქიმანდრიტი გიორგის ღვაწლმოსილი სული და დალოცოს უძლურებასა და განსაცდელში მყოფი თავისი სამწყსო!

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაგაცნობთ არქიმანდრიტი გიორგის გამოცდილ რეცეპტს, რომელიც ეფექტურია კიბოს მეოთხე სტადიაზეც.
პროდუქტები, რომლებიც თუთიის დეფიციტს შესამჩნევად ავსებს