ადამიანისთვის ნორმაა დღეში მხოლოდ 5-6 გრ. მარილის მიღება. როგორ იცით მარილი 40% ნატრიუმს შეიცავს. ნატრიუმი საკმაოდ მავნე ნივთიერებაა ორგანიზმისთვის, მითუმეტეს ჭარბი რაოდენობით როცა ვიღებთ. მდგომარეობას უმოძრაო ცხოვრების წესი და არასაკმარისი სითხის მიღებაა. დღეში 2-3 ლ. წყალი მაიცნ უნდა მიიღოთ.
ზედმეტი მარილი გროვდება სახსრებში, სისხლძარღვებში და კუნთებში. ის საკმაოდ ცუდად მოქმედებს ყვეა ორგანოზე.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ 9 სიმპტომს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ორგანიზმში ჭარბი მარილის არსებობაზე.
1. მუდმივი წყურვილის შეგრძნება
ეს არის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი იმისა, რომ თქვენ ჭარბი რაოდენობით ღებულობთ მარილს.
2. შეშუპება კიდურებისა და სახის არეში
უჯრედებში სითხის შეკავების გამო ხდება შეშუპება ძირითადად კიდურების არეში.
3. მუცლის შებერვა
სითხის შეკავება ასევე იწვევს მუცლის შებერვას.
4. თავბრუსხვევა და თავის ტკივილი
ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებისას, ხდება სისხლძარღვების შევიწროება და მათ შორის თავის ტვიშიც.
5. მომატებული წნევა და პულსის აჩქარება
ჭარბი მარილის მოხმარებისას ხდება სისხლის გასქელება, რაც იწვევს ქრონიკულ ჰიპერტენიას და პულსის მატებას. ეს ყველაფერი კი ზრდის ინსულტის განვითარების რისკს.
6. საკვები უგემური გეჩვენებათ
მარილის ჭარბი მოხმარებისას თუ გგონიათ, რომ ერთ რაოდენობაზე ჩერდებით, ცდებით. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მარილის მოთხოვნილება გიჩნდებათ და ამას ვერც ამჩნევთ. საქმე იმაშია, რომ ჭარბი მარილის მოხმარება მოქმედებს გემოს რეცეპტორებზე.
7. წონის გაყინვა
თუ დიეტების მიუხედავად წონაში ვერ იკლებთ, დააკვირდით მიუხედავად ყველაფრისა ბევრ მარილს ხომ არ იღებთ? საქმე იმაშია, რომ ბევრი მარილის მიღება ღვიძლში იწვევს ფრუქტოზის კონცენტრაციის ზრდას და მის გაცხიმოვნებას.
8. საპირფარეშოთი იშვიათად სარგებლობა
თუ ხშირად გაწუხებთ შეკრულობა იცოდეთ, რომ ეს მარილის ჭარბი მოხმარების გამო ხდება. ამის გამო ყველაზე მეტად თირკმელები ზარალდება, რადგან მათ დატვირთვით უწევთ მუშაობა. თუ გაქვთ მუქი ყვითელი ფერის შარდი მძაფრი სუნით და იშვიათად შარდავთ, ეს სწორედ ამაზე მიუთითებს.
9. ალერგიული გამონაყარი სხეულზე
იცოდით, რომ კანზე ალერგიული გამონაყარის გამოწვევაც კი შეუძლია ჭარბი მარილის მოხმარებას. უფრო მეტად ეს ვლინდება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
თუ გინდათ, რომ მსგავსი პრობლემები არ შეგექმნათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. სასწრაფოდ თქვით უარი მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე
ამოიღეთ სრულად რაციონიდან ისეთი პროდუქტების მოხმარება, როგორიცაა: პური, პიცა, გრილზე შემწვარი ქათამი, ნახევარფაბრიკატები, ფასტ ფუდი და ყველა ნაყიდი პროდუქტი, რომელსაც შემადგენლობაში მარილი 20%-ზე მეტი ექნება.
2. ეცადეთ მიირთვათ სახლში დამზადებული საკვები
ეცადეთ მიირთვათ სახლში დამზადებული საკვები. სითხის სახით კი მიიღეთ ჩვეულებრივი წყალი.
3. შეამცირეთ საკვებში მარილის რაოდენობა
მარილის შემცირება თავიდან საკმაოდ უსიამოვნო პროცესია, რადგან გემოს რეცეპტორები მიჩვეულია ბევრ მარილს და საკვები შეიძლება უგემურად გვეჩვენოს. თუმცა ეს დიდხნას არ გაგრძელდება, დაახლოებით 15-20 დღე უნდა გამოიჩინოთ მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება.
4. მიმართეთ ექიმს
ზოგჯერ ჭარბი მარილის მოხმარებისას მედიკამენტებით მკურნალობაც კი ხდება საჭირო, ამიტომ რომელიმე ზემოთ ხსენებული სიმპტომის შენიშვნისას ექიმთან ვიზიტი არ იქნებოდა ურიგო.
გაითვალისიწნეთ, რომ მარილზე სრულად უარის თქმა არ ღირს, რადგან ის სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს. დროულად დაარეგულირეთ რაციონში მარილის რაოდენობა. დღიური დოზა დაახლოებით 1 ჩ.კ. მარილია.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!