გაეცანით უახლესი კვლევის შედეგს: საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს სელის თესლი დაგეხმარებათ..

გაეცანით უახლესი კვლევის შედეგს: საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს სელის თესლი დაგეხმარებათ..

როგორც იცით საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი იწვევს ანდროგენების ანომალიურად მაღალ დონეს, რაც საკვერცხეებზე კისტების გაჩენის მიზეზი ხდება. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს იყენებენ მეტფორმინს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან უნაყოფობის წამალს. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს ზოგიერთი ნატურალური დანამატიც აუმჯობესებს მდგომარეობას და გვეხმარება ჰორმონების დონის დარეგულირებაში.

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის სიმპტომები:

1. ქოლესტერისი (ტრიგლიცერიდისა და სისხლის წნევის მაღალი დონე)

2. ჰირსუტიზმი (არასასურველი თმა სახესა და სხეულზე)

3. სისხლში შაქრის მაღალი დონე ან ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა

4. ამენორეა ან დაურეგულირებელი მენსტრუალური ციკლები

5. წონაში მატება.

სელის თესლი

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს არანაკლებ სასარგებლოა ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები. მისი ხშირი მიღება დაგეხმარებათ ისეთი გართულებებისგან თავის ასარიდებლად როგორიცაა ტრიგლიცერიდების, წნევისა და ღვიძლში ცხიმის მაღალი დონეები.

უახლესმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Current Topics in Nutraceutical Research-ში გამოქვეყნდა აჩვენა, რომ სელის თესლის დანამატი საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალებში ამცირებს წონას და ჰირსუტიზმს.

მკვლევართა კომენტარი:

“არსებობს სელის თესლის ჰორმონალურ დონეებსა და სპკს-ს კლინიკურ სიმპტომებზე გავლენის დამატებითი კვლევის აუცილებლობა.”

 

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს სელის თესლის ეფექტი ანდროეგნებზე შესაძლოა ლიგნანების წყალობით ხდებოდეს, რომელიც სელის თესლის შემადგენლობაშია.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაეცანით უახლესი კვლევის შედეგს: საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს სელის თესლი დაგეხმარებათ..
image
„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს…“ – ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს