გაიგეთ, რატომ არის ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელი არა მხოლოდ ორსულებისთვის და…

გაიგეთ, რატომ არის ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელი არა მხოლოდ ორსულებისთვის და...

როგორ იცით ფოლიუმის მჟავას იგივე B9 ვიტამინს, უნიშნავენ ორსულებს და დაორსულების მსურველ ქალებს. ამ ვიტამინის დეფიციტი თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს და მისი მოთხოვნილება განსაკუთრებით აქვთ მწეველებს ან სტრესში მყოფ ადამიანებს.

ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტი. თითოეულმა ქალბატონმა და არა მხოლოდ, უნდა აკონტროლოს ამ ვიტამინის რაოდენობა ორგანიზმში. ეს ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის წარმოებას და უჯრედების დაყოფას.

იტვირთება

ფოლიუმის მჟავა უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ძვალ-კუნთოვანი და ენდოკრინული სისტემის სწორ ფუნქციონირებას

ეს ვიტამინი განსაკუთრებით სასარგებლოა 40 წელს ზევით ქალბატონებისთვის, რადგან ამ პერიოდში იზრდება ფსიქიური დარღვევების რისკი, ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი და მცირდება სასარგებლო  ნივთიერებების ათვისება ორგანიზმის მიერ. ეს ყველაფერი მენოპაუზისთვის მომზადებას უკავშირდება.

ზოგადად ეს ვიტამინი დაგეხმარებათ პრემენოპაუზის და მენოპაუზის დროს ჰორმონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული არასასურველი სიმპტომების თავიდან აცილებაში. ფოლიუმის მჟავა დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, რაც ჭარბი წონის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.

როგორც ავღნიშნეთ, ეს ვიტამინი არა მხოლოდ ქალბატონებისთვისაა სასარგებლო, არამედ მამაკაცებისთვისაც. მეტსაც გეტყვით, ეს ვიტამინი აუცილებელია მამაკაცის ორგანიზმისთვის პუბერტატის პერიოდში. ხოლო B9 ვიტამინის დეფიციტი ზრდასრულ მამაკაცებში უშვილობას იწვევს.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. საგრძნობლად იზრდება გულის შეტევის რისკი, ეს ყველაფერი კი ვიტამინის დეფიციტის გამო სისხლში მომატებული ჰომოცისტეინის ბრალია.

რა სიმპტომები ახასიათებს ფოლიუმის მჟავის დეფიციტს?

კოპენჰაგენის სამედიცინო უნივერისტეტის სპეციალისტების თქმით, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი არც ისე შესამჩნევია, მაგრამ ორგანიზმის მაინც გვაძლევს გარკვეულ მინიშნებებს და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

მაგალითად:

1. ძლიერი დაღლილობა

2. ნაცრისფერი თმის უხვი გამოჩენა

3. პირის ღრუს ლორწოვანზე წყლულები

4. ენის შეშუპება

როგორ ავირიდოთ თავიდან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა?

ზრდასრულმა ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს ბუნებრივი წარმოშობის 300 მგრ. ფოლიუმის მჟავა ან სინთეტიკური ვიტამინის სახით 150 მკგ.

 

იტვირთება

ფოლიუმის მჟავის ბუნებრივად მიღების საუკეთესო წყაროებია:

 

1. საცხობი საფუარი

2. ძროხის ღვიძლი

3. ფორთოხლის წვენი

4. თხილი

5. ოსპი

6. ისპანახი

7. ხახვი

8. სატაცური

9. ბროკოლი

10. ჭვავი

11. ბარდა

12. ლობიოს აღმონაცენი

 

აღნიშნული ჩამონათვალი იწყება ფოლიუმის მჟავის ყველაზე დიდი შემადგელობის მქონე პროდუქტიდან და გრძელდება კლებადობის მიხედვით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რატომ არის ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელი არა მხოლოდ ორსულებისთვის და…
ბუნებრივი და ეფექტური საშუალებები თირკმელების გასაწმენდად.