სასწაულმოქმედი სამკურნალო მცენარე, რომელსაც გამოიყენებთ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: წითელი ქარი, ლიქენი, ტუბერკულოზი და ასევე…

სასწაულმოქმედი სამკურნალო მცენარე, რომელსაც გამოიყენებთ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: წითელი ქარი, ლიქენი, ტუბერკულოზი და ასევე...

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთი უნიკალური მცენარის, ვირისტერფას(Tussilago farfara) სამკურნალო თვისებებს. ეს მცენარე ყველაზე პოპულარულია ხალხურ მედიცინაში სასუნთქი გზების დაავადებების სამკურალოდ. ის ეფექტურად უმკლავდება ხველას, ბრონქულ ასთმას, ტუბერკულოზს, ფილტვების განგრენას და ფილტვების აბსცესს.

თუმცა ვირისტერფას სამკურნალო თვისებების ჩამონათვალი აქ არ მთავრდება. ის ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, შარდის ბუშტის, ღვიძლის და თირკმელების ათების დროს.

იტვირთება

ვირისტერფას ასევე იყენებენ ბავშვებში დიათეზის დროს. მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ განგრენის, ტროფიკული წყლულის, ვენების ანთების დროს და ჭრილობების შესახორცებლად.

აქვე გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს, რომელსაც სახლის პირობებში თავადვე გაამზადებთ.

წითელი ქარი

წითელი ქარის დროს ეფექტურია როგორც ნორჩი ფოთლების, ასევე გამომშრალი და დაფშხვნილი ფოთლების კომპრესები. კომპრესებთან ერთად ეფექტურია ასევე ნაყენის მიღება: 10 გრ. გამომშრალ ან ნორჩ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით გაგრილებამდე.
უნდა მიიღოთ დღეში 3-4 ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჩ.კ.

ლიქენი

დაამზადეთ ფოთლების ფაფა და დაიდეთ კომპრესის სახით დაზიანებულ უბნებზე 20-30 წუთით დღეში 2-3 ჯერ. ეფექტის გასაძლიერებლად შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით.

ტუბერკულოზი

მკურნალობის კურსის გასაძლიერებლად სხვა საშუალებებთან ერთად მიიღეთ ვირისტერფას ნაყენი. ნორჩი ფოთლებისგან დაწურულ 2 ჭიქა წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, კარგად აურიეთ და შეინახეთ ბნელ ადგილზე. უნდა მიიღოთ დღეში 4-5 ჯერ 1 ს.კ.

 

პოდაგრა

პოდაგრის დროს ეფექტურია ვირისტერფას ფაფა, წვენი და ფოთლები.
1. ვირისტერფას წვენი – ნორჩი ფოთლებისგან დაწურეთ წვენი და მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით უზმოზე ჭამამდე 1 საათით ადრე 1 ჩ.კ.
2. ვირისტერფას ფაფა დაიდეთ კომპრესის სახით და დაითბუნეთ.
3. ვირისტერფას 1 ს.კ. დაქუცმაცებული ფოთოლი მიიღეთ დღეში ერთხელ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

იმუნიტეტი

ნორჩი ფოთლებისგან დაწურეთ წვენი და შეინახეთ მაცივარში. უნდა მიიღოთ დღეში 5-6 ერ 1 ს.კ. 7-10 დღის მანძილზე. ამ კურსის ჩატარება რეკომენდირებულია ივნისი თვეში. ეს დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში.

დანართების ანთება

აიღეთ თანაბარი პროპორციით ვირისტერფასა და ძიძოს ფოთლები, კარგად დააქუცმაცეთ და გადაურიეთ. ნარევის 1 ს.კ. დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 2-3 წუთი წამოადუღეთ და დადგით 1 საათით. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში 5ჯერ 3 ს.კ. 2-3 კვირის მანძილზე.
გაითვალისიწნეთ! მკურნალობის პერიოდში სქესობრივი ცხოვრებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

იტვირთება

 

გულძმარვა

გულძმარვის დროს უებარი და სწრაფმოქმედი საშუალებაა ვირისტერფას ნაყენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ვირისტერფას ფოთოლი და ყვავილი. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ვირისტერფას ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი.

 

მხედველობა და ხველა

დღეში 2-3 ჯერ ვირისტერფას ჩაის მიღება საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მხედველობას. ხოლო ხველების შემთხვევაში მალევე გაქრება სიმპტომები.

 

თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება

მოწევისთვის თავის დასანებებლად ვირისტერფას დაქუცმაცებულ ფოთლებს გადაურიეთ ცოტაოდენი დაქუცმაცებული ნიორი და მოწიეთ. ეს დაგეხმარებათ ძალიან მცირე დროში მავნე ჩვევისგან განთავისუფლებაში.

 

გაითვალისწინეთ! არ შეიძლება ვირისტერფას სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი პერიოდით მიღება. ასევე არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
აკრძალულია ალკოჰოლიზმისა და ღვძლის დაავადებების დროს.

რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ვირისტერფას სამკურნალო საშუალებამ?

მოულოდნელი სიყვითლე, ციებ-ცხელება, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა.

ჩვენ გირჩევთ, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
სასწაულმოქმედი სამკურნალო მცენარე, რომელსაც გამოიყენებთ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: წითელი ქარი, ლიქენი, ტუბერკულოზი და ასევე…
ძლიერი და არასასიამოვნო სუნის მქონე ოფლის გამომწვევი მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას