არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემის მოგვარება ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი…

არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემის მოგვარება ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი...

კუჭქვეშა ჯირკვალი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. ის უზრუნველყოფს საკვების სწორად მონელებას და მისი ფუნქციის დარღვევა კი იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და პანკრეატიტი.

ხალხურ მედიცინაში არის რამოდენიმე რეცეპტი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ გამოგადგებათ. მეც გაკვირვებული დავრჩი, ნამდვილად არ ვიცოდი კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემის მოგვარება ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი.

ეს საშუალებები თავად შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში და რაც მთავარია ძალიან ეფექტურია.

კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობა

არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემის მოგვარება ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი...

1. შვრია

კუჭქვეშა ჯირკვლისთვის შვრიის ფაფა უძველესი დროიდან  ითვლება საუკეთესო კერძად. მნიშვნელოვანია, რომ მიირთვათ ჩვეულებრივი შვრიისგან დამზადებული ფაფა. დაამზადეთ მხოლოდ წყალზე, მარილისა და ზეთის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს სწრაფი მომზადების.

ფაფის ჩანაცვლება შეგიძლიათ შვრიის ნაყენით.

მომზადების და მიღების წესი: 0,5 კგ. შვრიას დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი და დადგით თავდახურული ჭურჭლით 1 საათი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3–ჯერ ნახევარი ჭიქა.

2. კამის თესლი

მომზადების წესი: 1 ჩ.კ. კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 1 საათი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ ცოტ–ცოტა დღის განმავლობაში. უნდა დაცალოთ ბოლომდე.

3. ლიმონი, ოხრახუში და ნიორი

დაგჭირდებათ:

– 300 გრ. ოხრახუში
– 300 გრ. ნიორი
– 1 კგ. ლიმონი

მომზადების და მიღების წესი: პირველ რიგში ლიმონი გაანთავისუფლეთ კურკებისგან. ლიმონის კანი და რბილობი დაიტოვეთ. ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ხორცსაკეპში და მიღებული მასა გადაიტანეთ შუშის ქილაში. აუცილებელია მაცივარში შენახვა.
უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, 1 ჩ.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ამ საშუალების მოქმედება ბევრად ეფექტური იქნება შემდეგი ნაყენის დაყოლებისას: თანაბარი რაოდენობით აიღეთ სიმინდის ულვაშები, ლობიოს პარკები, ძახველის, მოცხარის და მარწყვის ფოთლები. მიღებული ნარევი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1 საათი.
ზემოთ ხსენებულ საშუალებას დაახლოებით 5 წუთში დააყოლეთ 1/3 ჭიქა ნაყენი. სასურველია 3 თვიანი კურსის შესრულება.

ნებისმიერი ამ საშუალების გამოყენებისას პირველ რიგში ქრება ტკივილი, შემდეგ ცხრება მუცლის შებერილობა და გიჩნდებათ შემსუბუქების შეგრძნება. მათ ეფექტურობაში, მიღებიდან რამოდენიმე დღეში თავადაც დარწმუნდებით.

აქვე გასწავლით სუნთქვით ვარჯიშს, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურად საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის.

სუნთქვითი ვარჯიში

ნაბიჯი 1 – დაიგროვეთ მკერდში ჰაერი და შემდეგ მაქსიმალურად ამოუშვით. ჰაერის ამოშვებისთანავე სუნთქვა შეიკავეთ.

ნაბიჯი 2 – სუნთქვის შეკავებისას მუცელი ცოტა შეწიეთ და ნელა დაითვალეთ სამამდე. მხოლოდ ამის შემდეგ მოადუნეთ მუცლის ღრუს კუნთები.

დღეში 10–ჯერ ამ ვარჯიშის შესრულება დაგეხმარებათ კუჭქვეშა ჯირკვლის გაძლიერებაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემის მოგვარება ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი…
სავარჯიშოები ქალებისთვის