ტოქსიკური ჩიყვის გამო 49 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ 10 წლის შემდეგ ფარისებრმა ჯირკვალმა დაიწყო ზრდა და სამწუხაროდ მედიკამენტებით მკურნალობამ ალერგიული რექაცია გამოიწვია. ექიმები განმეორებით ოპერაციას მირჩევდნენ.
ჩემი გოგონა მაშინ საავადყოფოში მუშაობდა და დახმარება ექიმ ლუბა დონიკოვას სთხოვა. ექიმმა ობზიდანის 2 კვირიანი კურსი დამინიშნა და ასევე ბაბუაწვერას ნაყენი.
გაგიზიარებთ მისი მომზადების წესს:
დაგჭირდებათ:
– 0,5 ლ. არაყი ან სპირტი
– 3 ს.კ. გამომშრალი და დაქუცმაცებული ბაბუაწვერას ფესვი
მომზადების წესი:
შუშის ქილაში ჩაყარეთ ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით არაყი და 21 დღე გააჩერეთ. დღეში 1–2 ჯერ შეანჯღრიეთ.
მიღების წესი:
მიიღეთ დღსი 2–3 ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ს.კ.
მეთხუთმეტე წელი დაიწყო რაც ოპერაციის გარეშე ვცხოვრობ. ბაბუაწვერას ფესვების მოგროვება ყვავილობის დაწყებამდე უნდა მოასწროთ და ეცადეთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილიდან ამოკრიფოთ.
ბაბუაწვერა თითქმის ყველგან გვხვდება, თავისი ლამაზი და მხიარული ყვავილებით.
ხალხური მკურნალები მიიჩნევენ, რომ ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარია ბუნებისგან.
თუ ბაბუაწვერას გამოყენებას გადაწყვეტთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ:
ბაბუაწვერას მოგროვება ჯობია ადრეულ გასაფხულზე, სანამ ყვავილობას დაიწყებს. ამ დროს არის ის ყველაზე მეტად სავსე სამკურნალო და სასარგებლო ნივთიერებებით. ივლისიდან უკვე საკმაოდ კარგავს სამკურნალო თვისებებს.
ბაბუაწვერას მიღება ყოველთვის ჯობია ნედლი სახით, თუმცა ადრეულ გაზაფხულზე დაკრეფილის გამოშრობა და ისე შენახვაც შეგიძლიათ. ისევე როგორც ჭინჭარი, ბაბუაწვერაც ძლიერი ტოქსინების გამოსადევნი საშუალებაა.
ბაბუაწვერას ნაყენი
ახლად დაწურულ 700 მლ. ბაბუაწვერას წვენს დაასხით 150 მლ. არაყი და დადგით. დაელოდეთ მის ამჟავებას. ეს ნაყენი დაჯილდოვებულია სიმსივნის საწინააღმდეგო და საყლაპავი მილის ლპობის საწინააღმდეგო თვისებით.
გაითვალისწინეთ!
ბაბუაწვერას გამოყენება რეკომენდირებული არაა ალერგიული დერმატიტის, ნაღვლის ბუშტის მძიმე ჰიპოტენზიური დისკინეზიის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიენბის დროს.
ბაბუაწვერით მკურნალობის კურსი მაშინვე უნდა შეწყვიტოთ, როცა შენიშნავთ სურდოს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!