ბაბუაწვერა – მცენარე, რომელიც უნივერსალურია თქვენი ჯანმრთლობის შესანარჩუნებლად.

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ბაბუაწვერა ხალხურ მედიცინაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. სამკურნალო თვისებებითაა დაჯილდოვებული ამ მცენარის ყვავილი, ღერო, ფოთლები და ფესვებიც კი. ის ისეთი დაავადებების დროსაა ეფექტური, როგორიცაა: ქოლეცისტიტი, ათეროსკლეროზი, კალიუმის დეფიციტი, ღვიძლის ციროზი, შემცირებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტი, ღვიძლისა და თირკმელების ანტებითი პროცესები. ასევე შარდ–კენჭოვანი დაავადებები.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ბაბუაწვერას გამოყენების რამოდენიმე მეთოდს სხვა და სხვა დაავადებების შემთხვევაში.

რეცეპტები წინაპრებისგან: ბაბუაწვერას ფესვები ფასდაუდებელი მკურნალია

1. ბაბუაწვერას ფოთლები

ბაბუაწვერას ნორჩი ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი ძალიან სასარგებლოა.

მომზადების წესი:

ფოთლები კარგად გარეცხეთ და გააჩერეთ 20–30 წუთით მარილის კონცენტრირებულ ხსნარში. დროის გასვლის შემდეგ ისევ გარეცხეთ ცივ წყალში და გადაავლეთ მდუღარე. გამზადებული ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპში და დაწურეთ მისგან წვენი. მიღებული წვენი გააზავეთ წყალში, პროპორციით 1:1–თან და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 2–3 წუთით.
მიღების წესი: უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ, 1/4 ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე.

თუ ბაბუაწვერას, სტაფილოსა და თალგამის წვენს გადაურევთ ერთმანეთსი თანაბარი რაოდენობით, ამ ნაზავით თქვენ შეძლებთ კბილების მდგომარეობის, ძვლებისა და ხერხემლის დაავადებების დროს მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას.

ბაბუაწვერას ფოთლისა და ფესვების წვენი ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამიტომ ის გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

მომზადების წესი:

თანაბარი რაოდენობით აიღეთ ბაბუაწვერას ფოთლისა და ფესვის წვენი. მოათავსეთ ჭურჭელში 100 გრ. ნაზავი ბაბუაწვერას წვენი, 15 გრ. გლიცერინი, 15 გრ. 90 გრადუსიანი სპირტი, 17 მლ. წყალი და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნაზავი გადაწურეთ და მოათავსეთ შუშის ჭურჭელში.
მიღების წესი: უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ 1 ს.კ.

თუ დღეში მიიღებთ 50–100 გრ. ბაბუაწვერას ფოთლის წვენს, ეს ზალიან კარგად იმოქმედებს თქვენ ორგანიზმზე. მას აქვს მატონიზირებელი, შარდმდენი და სისხლის გამწმენდი თვისება. ის დადებითად მოქმედებს სიყვითლის, კანის დაავადებების, პოდაგრის და კუჭის პრობლემების დროს.

2. ბაბუაწვერას ფესვები

ქიმიოთერაპიაზე 100-ჯერ უფრო ეფექტური! მცენარე, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს » სასარგებლო რჩევები

ბაბუაწვერას ფესვებისგან დამზადებულ ნაყენს აქვს სისხლის გამწმენდი, ოფლმდენი და მატონიზირებელი თვისებები. ასევე ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ რეკომენდირებულია ჭარბწონიანებისთვის და დიაბეტიკებისთვის. ფესვების ნახარში კი შესანიშნავია სიყვითლის, შემცირებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის, უძილობის და უმადობის დროს.

მომზადების წესი:

მსხვილად დაფქვით ბაბუაწვერას ფესვები. მოათავსეთ ჭურჭელში 5 ს.კ. ბაბუაწევრას ფესვი, დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 20 წუთი. მიღებული ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ და მზადაა გამოსაყენებლად.
მიღების წესი: უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, 1/2 ჭიქა წამამდე 1 საათით ადრე.

ღვიძლის ციროზის დროს. 1 ჩ.კ. ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთით. უნდა მიიღოთ ჩაის სახით.

 

3. ბაბუაწვერას ყვავილი

ბაბუაწვერას ზეთი - ყველაზე ძლიერი ზეთი სახსრების, კისრის, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დარღვევის დროს და არა მხოლოდ ...

ყაბზობისა და დამწვრობის შემდეგ მსუბუქი დისკომფორტის დროს შეგიზლიათ გამოიყენოთ ბაბუაწვერას ზეთი.

მომზადების წესი:

შუშის ქილა ნახევრამდე გაავსეთ მსხვილად დაჭრილი ბაბუაწვერას ყვავილებითა და ღეროებით. მიღებულ ნაზავს დაასხით ნებისმიერი არარაფინირებული მცენარეული ზეთი ისე, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს. ქილას თავზე მხოლოდ 2 ფენად გადაკეცილი მარლა დააფარეთ და დადეთ მზეზე 3 კვირა.
მიღების წესი: მსუბუქი დამწვრობის დროს წაისვით დღეში 2–3 ჯერ დაზიანებულ ადგილზე. ყაბზობის დროს მიიღეთ ყოველი ჭამის წინ 15 წუთით ადრე 1 ს.კ.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ბაბუაწვერა – მცენარე, რომელიც უნივერსალურია თქვენი ჯანმრთლობის შესანარჩუნებლად.
მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ!