აუცილებლად მოიმარაგეთ ადრეულ გაზაფხულზე ბლის ტოტები მთელი წლისთვის. როცა კვირტები დაიპენტება, მოჭერით ტოტები და გარეცხეთ. გააშრეთ მზეზე და გაახმეთ.
2 ლიტრიან ემალირებულ ქვაბში ჩაყარეთ 8–9 სანტიმეტრებად დაჭრილი გამხმარი ბლის ტოტები და გაავსეთ გაფილტრული წყლით. ტოტები უნდა იყოს დაახლოებით იმდენი, რასაც ერთი ხელით აიღებთ. დადგით ნელ ცეცხლზე და ამოდუღების სემდეგ დატოვეთ 8–10 წუთი ცეცხლზე.
როცა გადმოდგავთ, შეფუთეთ და დადგით 30 წუთით თბილ ადგილზე.
უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში 4–5 ჯერ 1 ჭიქა ნაყენი.
ტოტების გამოყენება რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ. თუმცა როცა ოდნავ მაინც უსიამოვნო გემოს დაიდებს, უნდა გამოიყენოთ ახლები.
კურსი უნდა დაიცვათ შემდეგნაირად: 10 დღე მიიღებთ – 10 დღე შეისვენებთ. ამას გაიმეორებთ 3–ჯერ.
ხალხური მედიცინის მიმდევრები იწრმუნებიან, რომ ბლის ტოტებით მკურნალობა გარდა თირკმელებისა უამრავ ორგანოზე მოქმედებს დადებითად, მაგალითად:
1. გულ-სისხლძარღვთა,
2. შარდ-სასქესო,
3. ფილტვების სისტემა,
4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი,
5. ღვიძლი,
6. თირკმელი,
7. კუჭქვეშა ჯირკვალი,
8. საყრდენ-მამოძრაველები აპარატი,
9. სისხლნაკლებობა
ბალს აქვს დამამშვდებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო ემოქმედება. ის დადებიტად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ძველად ბლის ნახარშს იყენებდნენ ფსიქიკური დაავადებების და ეპილეფსიის დროს. ბლის ნაყოფისა და რძის ნაზავი ართრიტის დროსაა ეფექტური.
ბლის ფოთლებისა და რძის ნახარში ეფექტურია სხვა და სხვა წარმომავლობის სიყვითლის დროს.
ბლის ფესვების ნაყენი უებარია კუჭის წყლულის დროს.
ბლის ყუნწების ნაყენიც კი სამკურნალო თვისებებითაა მდიდარი. ეფექტურია სახსრების დაავადების და შარდმჟავა დიათეზის დროს.
გაითვალისწინეთ!
არ მიიღოთ ბლის კურკის მარცვალი 3–5 ცალზე მეტი. მომწამლავია და შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან ცუდი გართულებები: გონების დაკარგვა, კრუნჩხვები და ა.შ.
ნედლი ნაყოფი და მისი ნახარში აკრძალულია ეროზიული გასტრიტის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
ნაწლავური კოლიკისა და მწვავე გასტროენტერიტის დროს მიიღეთ მხოლოდ მხოლოდ ბლის წევნი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!