ჩასუიმი ან ბო–ჩა, ასე უწოდებენ ტიბეტის მაცხოვრებლები სასმელს, რომელიც მათი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ერთი შეხედვით ეს სასმელი ან მისი არომატი მიუღებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა გაიგებთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, აუცილებლად მოგინდებთ მისი მიღება. ეს სასმელი არის ჩაი კარაქითა და მარილით.
პირველ ჯერზე მიღებისას მისი გემო ცოტა უცნაურია, მაგრამ ცუდი დასალევი ნამდვილად არაა. ტიბეტში საშუალოდ 5–6 ჭიქას იღებენ დღის განმავლობაში. ჩასუიმი მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო და მკვებავ სასმელად ითვლება. ტიბეტში ამ სასმელთან ერთად იღებენ ქერის შემწვარი მარცვლების ფქვილს – ცამპას.
ტიბეტში მკაცრი ალპური კლიმატის პირობებში ეს სასმელი ავსებს იქაურ მოსახლეობას ენერგიით და ხსნის დაღლილობას. ამ ჩაის მთავარი ღირსება მისი მატონიზირებელი თვისებაა. გარდა ამისა ეს სასმელი აქვეითებს შიმშილის გრძნობას.
ჩასუიმი – ჩაი კარაქით
ამ სასმელის სწორად მოსამზადებლად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე პროცედურა. ტიბეტში მის მოსამზადებლად იაკას რძე და პუერის ჩაი გამოიყენება.
თქვენ შეგიძლიათ მაღალი ხარისხის ჩაის ფოთლები და ცხიმიანი ძროხის რძე გამოიყენოთ. დღეს ჩვენ გასწავლით რა არის საჭირო 1 პორცია სასმელის მოსამზადებლად.
დაგჭირდებათ:
– 1 ჭიქა ცხიმიანი რძე
– 1 ჩ.კ. მაღალი ხარისხის მსხვილი ჩაის ფოთლები
– ½ ჭიქა წყალი
– 1 ჩ.კ. მარილი
– 1 ს.კ. ერბო ან ნაღების კარაქი
მომზადების წესი:
1. რძე გააცხელეთ ნელ ცეცხლზე და თან ნელა ურიეთ რათა არ გაიკეთოს თავი.
2. რძის წამოდუღებამდე დაუმატეთ ჩაი და დაელოდეთ წამოდუღებას.
3. დუღილის პროცესში ჩაამატეთ წყალი და ისევ დაელოდეთ წამოდუღებას.
4. დაამატეთ კარაქი და ნელა მოურიეთ სანამ არ გადნება ბოლომდე.
5. როგორც კი გადმოდგავთ ცეცხლიდან, გადაიტანეთ ჭიქაში.
6. მარილი დაუმატეთ.
7. ისევ მოურიეთ ნელა და გადაწურეთ.
გაითვალისწინეთ! ამ სასმელს საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს, ამიტომ უნდა მიიღოთ მხოლოდ ცხელი სახით და არ უნდა მიაყოლოთ არაფერი. გემოს მისაჩვევად დაიწყეთ მისი მიღება პატარ–პატარა ყლუპებით და ნელ–ნელა.
ეს სასმელი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც იმუნიტეტის გასაძლიერებელი, ტონუსის ასამაღლებელი და ორგანიზმის გასაწმენდი საშუალება. ამ სასმელში შესაძლებელია ისეთი სამკურნალომცენარეების ჩამატება როგორიცაა: არყის კვირტები, კრაზანა, გვირილა, ბეგქონდარა და უკვდავა.
ტიბეტური ჩაი სამკურნალო მცენარეებთან ერთად კიდევ უფრო მდიდრდება სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით. ჩასუიმი გარკვეულ სამკურნალო მცენარეებთან ერთად ხდება კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებელი, სისხლში ქოლესტერინის დასარეგულირებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. მას ჭარბი წონის მოშორებაც შეუძლია..
ჯანმრთელობას გისურვებთ!