3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

გაზაფხულზე უამრავი სასარგებლო მცენარე იღვიძებს და ეს სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ აღიდგინოთ ვიტამინების ბალანსი.

ერთ–ერთი ასეთი სასარგებლო მცენარე ბაბუაწვერაა. ის გამოიყენება კოლიტის, სიყვითლის, ქოლეცისტიტის და გასტრიტის დროს.

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

ბაბუაწვერას ფოთლები

ბაბუაწვერას ფოთლებს ჯერ კიდევ მედიკამენტების არ არსებობის პერიოდში იყენებდნენ იპოქონდრიის საწინააღმდეგოდ. ეს მცენარე ვიტამინებიტაა მდიდარი.

ბაბუაწვერას ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი სალათები, რომელიც გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სალათისთვის გამოიყენება ნორჩი, ახლად ამოსული ფოთლები.

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

როგორ მოვამზადოთ სალათი?

რეცეპტი 1


დაგჭირდებათ:

– 1 ცალი კიტრი

– 300 გრ. ბაბუაწვერას ფოთლები

– 1 ს.კ. მზესუმზირას თესლები ან ნუშის ფანტელები

– 200 გრ. ჭვავის ორცხობილა

– 1 ს.კ. ზეითუნს ზეთი

– 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი

– 1 ჩ.კ. მდოგვი

– 1 ჩ.კ. თაფლი

– 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჯამში წვრილად დაჭრილი კიტრი და ბაბუაწვერას ფოთლები. მოასხით წინასწარ გამზადებული ზეითუნის ზეთის, ღვინის ძმრის, მდოგვის, თაფლისა და სოიოს სოუსისგან დამზადებული სოუსი. ბოლოს მოაყარეთ ორცხობილა და მზესუმზირის თესლები.

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

რეცეპტი 2

დაგჭირდებათ:

– 2 ცალი კვერცხი

– 400 გრ. ბაბუაწვერას ფოთლები

– 2 ს.კ. ვაშლის ძმარი

– 4 ს.კ. გოგრის ზეთი

– 1 ჩ.კ. მდოგვი

– 1 თავი ხახვი

– 8 ცალი ჩერის პომიდორი

– ოხრახუშის და კამის პატარა კონა

– ესტრაგონი, მარილი, დაფქული თეთრი წიწაკა გემოვნებით

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჯამში ბაბუაწვერას დაჭრილი ფოთლები და დააყარეთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. ზედ მოასხით წინასწარ გამზადებული გოგრის ზეთის, ვაშლის ძმრის და მდოგვის სოუსი. ბოლოს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. ბოლოს დაალაგეთ შუაზე გაჭრილი ჩერის პამიდვრები.

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

რეცეპტი 3

დაგჭირდებათ:

– 300 გრ. ბაბუაწვერას ფოთლები

– 2 ნაჭერი ოდნავ დაძველებული პური „ბატონი“

– 2 თავი ხახვი

– 3 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი

– 1 ჩ.კ. მდოგვი

– 1 ჩ.კ. შაქარი

– 4 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

– მარილი და წიწაკა გემოვნებით

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჯამში დაჭრილი ბაბუაწვერას ფოთლები, მოასხით წინასწარ გამზადებული მდგოვით, ზეითუნის ზეთით, მარილით, ძმრით, შაქრით და წიწაკით გამზადებული სოუსი. ბოლოს მოაყარეთ თავზე ნიორთან და ხახვთან ერთად შემწვარი პურის კუბები.

3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.

ბაბუაწვერას ფოთლის სალათებს ძალიან უცხო და თავისებური გემო აქვთ. ის გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ნიკოტინის მჟავას, ქოლინს, კაროტინს და ვიტამინებს C, B2.

აუცილებლად მოამზადეთ და ისიამოვნეთ ამ უგემრიელესი სალათებით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

შეაფასეთ სტატია
3 სალათი ბაბუწვერას ფოთლებისგან –აღიდგინეთ ვიტამინების ბალანსი მარტივად და იაფად.
მსოფლიო პანდემია – კორონავირუსი. როგორ მოქმედებენ ვირუსები და კორონავირუსები ადამიანებზე.