თავის ტვინში სისხლის არასწორი მიმოქცევისას ხდება ტვინის სისხლძარღვების შეკუმშვა, რაც იწვევს აუტანელ თავის ტკივილს.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ 100%–ით ნატურალურ საშუალებას, რომელიც დაგავიწყებთ თავის ტკივილს და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. მისი დამზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ, ინგრედიენტებს კი ნებისმიერ აფთიაქში თუ სუპერმარკეტში შეიძენთ.
აბები აღარ დაგჭირდებათ. აფთიაქში უამრავი საშუალებაა, მაგრამ მათი ეფექტი დროებითია და ფაქტიურად დამოკიდებულს გვხდის მათზე. ამიტომ გირჩევთ ამ ნატურალურ საშუალებას, რომელიც დაგავიწყებთ ამ პრობლემას.
დაგჭირდებათ:
– 100 მლ. კატაბალახას ნაყენი
– 10 მლ. ევკალიპტის ნაყენი
– 50 მლ. იორდასალამის (პიონის) ნაყენი
– 100 მლ. შავბალახას ნაყენი
– 50 მლ. პიტნის ნაყენი
– 100 მლ. კუნელის ნაყენი
– 10 ცალი მიხაკის ჩხირები
– 1 ს.კ. თაფლი
– 10 გრ. ჯანჯაფილის ფხვნილი
მომზადების წესი:
მუქი ფერის შუშის ჭურჭელში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, კარგად გადაურიეთ და შეინახეთ 25 დღის განმავლობაში ბნელ ადგილზე. პერიოდულად, 2–3 დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. 25 დღის შემდეგ ნარევი გაფილტრეთ და ისე შეინახეთ.
მიღების წესი:
უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 25 წვეთი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!