ქათმის ღვიძლი – გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი დაავადებებთან საბრძოლველად

ქათმის ღვიძლი – გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი დაავადებებთან საბრძოლველად

ყველასთვისაა ცნობილი, რომ ქათმის ღვიძლი ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის მომატებას. ქათმის ღვიძლში არის დიდი რაოდენობით რკინა. გაგიკვირდებათ და წონაში კლების პრობლემის მქონე ადამიანებს სწორედ რკინის დეფიციტი აქვთ ორგანიზმში. ამიტომ დიეტის დროს რეკომენდირებულია ქათმის ღვიძლის მიღება. ის არც კალორიული პროდუქტია, 100გრამში მხოლოდ 137 კალორიაა.

რითია სასარგებლო ქათმის ღვიძლი?

პოსტ–ოპერაციული მდგომარეობისას, მაშინ როცა პაციენტი კარგავს ბევრ სისხლს, ექიმები პაციენტს მედიკამენტებთან ერთად უნიშნავენ ქათმის ღვიძლს. ის ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

ქათმის ღვიძლი შეიცავს – ვიტამინებს: А, С, В6 და В12, ფოლიუმის მჟავას, თუთიას, კალცს, მაგნიუმს და რკინას.

ქათმის ღვიძლი ასევე სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის. ქათმის ღვიძლის შემადგენლობაშია ლიზინი, რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ჰეპარინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კარგია მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.

უახლესი კვლევებით კი დადგინდა, რომ ქათმის ღვიძლი კიბოს უჯრედების დათრგუნვას იწვევს და არაჩვეულებრივია კიბოს პროფილაქტიკისთვის.

აქვე გაგიზიარებთ ვიდეო რეცეპტ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ქათმის ღვიძლისგან უგემრიელესი საჭმელი.

Thank you for watching!

ქათმის ღვიძლის გამოყენებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ვარგისიანობა. არ იყიდოთ უფერული და გამომშრალი პროდუქტი, მითუმეტეს თუ ლაქებიც აქვს. მისი მიღება უმჯობესია მომზადებისთანავე და არა მეორე დღეს, მითუმეტეს თუ მომწარო გემოც დაკრავს.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ქათმის ღვიძლი – გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი დაავადებებთან საბრძოლველად
როგორ უნდა მივირთვათ კაკალი სწორად