მოიშორეთ სამუდამოდ პარაზიტები და მათი კვერცხები ორგანიზმიდან! 4 რეცეპტი…

 მოიშორეთ სამუდამოდ პარაზიტები და მათი კვერცხები ორგანიზმიდან! 4 რეცეპტი...

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 95%–ის ორგანიზმში არის პარაზიტები. ბევრმა მათგანმა არც იცის ამის შესახებ, რადგან ძირითადად ეს ყველაფერი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზმზე, რაც უფრო ძლიერია ის, მით უფრო გვიან ვლინდება სიმპტომებიც.

პარაზიტული ჭიების საერთო დასახელება ჰელმინთებია. ყოველ წელს ყოველი მეორე ადამიანი ავადდება პარაზიტების სამი ძირითადი სახეობისგან ტრიხოცეფალოზით, ენტერობიოზით და ანკილოსტომიდოზით.

დღეს ჩვენ გთავაზობთ 4 რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ სამუდამოდ მოიშოროთ ორგანიზმიდან პარაზიტები და მათი კვერცხები. ეს კი დადებითად იმოქმედებს მთლიანად თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან პარაზიტები უამრავი დაავადების გამომწვევია.

 

რეცეპტი 1

დაგჭირდებათ:

– 2 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
– 1 ჭიქა თბილი რძე (200მლ.)

1 ჭიქა თბილ რძეში ჩაამატეთ აბუსალათინის ზეთი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ყოველ საღამოს ძილის წინ ასეთი ნარევი 1 კვირის მანძილზე.

რეცეპტი 2 


დაგჭირდებათ:

– 1 ჭიქა წყალი (200 მლ.)
– 4 ც. ლიმონის თესლი

დააბლენდერეთ ლიმონის თესლი და მიღებული ფხვნილი გახსენით 1 ჭიქა წყალში. გემოს მისაცემად ცოტაოდენი ლიმონის წვენი შეგიძლიათ დაუმატოთ. ეს საშუალება უნდა მიიღოთ 1 კვირის მანძილზე დღში 2–ჯერ, ჭამამდე 5–10 წუთით ადრე.

 

რეცეპტი 3

 

დაგჭირდებათ:

– 3 კბილი ნიორი
– 1 ჭიქა ადუღებული წყალი (200 მლ.)

1 ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსეთ დაქუცმაცებული ნიორი და დააყენეთ დილამდე. უნდა მიიღოთ ყოველ დილით, უზმოზე 1 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი 4

 

დაგჭირდებათ:

– 1 თავი საშუალო ზომის წითელი ხახვი
– 1 ჭიქა თბილი წყალი

ხახვი დააქუცმაცეთ და მოათავსეთ 1 ჭიქა თბილ წყალში. გააჩერეთ 8–9 საათის განმავლობაში. დილით მიღებულ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, კარგად აურიეთ და დალიეთ უზმოზე 1 კვირის განმავლობაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მოიშორეთ სამუდამოდ პარაზიტები და მათი კვერცხები ორგანიზმიდან! 4 რეცეპტი…
კურკუმას დახმარებით თქვენ ზედმეტ თმას საერთოდ მოიშორებთ და ფინანსებსაც დაზოგავთ