ამ საშუალების გავრცელების ისტორია საკმაოდ საინტერესოა. თურმე გასული საუკუნის 20–იან წლებში, ერთ–ერთ სოფელში მოხუცებული უკეთილშობილესი კაცი ცხოვრობდა. ის იყო სოფლის მაცხოვრებლების მკურნალი. ხალხური რეცეპტების წყალობით მას საკმაოდ ბევრი მძიმე დაავადების განკურნებაც შეეძლო.
დღეს ჩვენ მის ერთ–ერთ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც მუცლის ტკივილისა და ნაწლავური დისკომფორტის დროს გამოგადგებათ.
ხალხური რეცეპტი
დაგჭირდებათ:
– 1 ც. საშუალო ზომის ხახვი
– 200 მლ. დაყენებული ჩაი
მომზადების წესი:
1. კარგად გაასუფთავეთ ხახვი.
2. ჩაჭერით ის ჯვარედინ ფორმაზე ისე, რომ ხახვმა შეინარჩუნოს მთლიანობა და არ დაიშალოს (იხ. ფოტოზე)
3. წინასწარ გაამზადეთ 1 ჭიქა ცხელი ჩაი (200 მლ.)
4. ჩადეთ ხახვი ჩაიში და დააყენეთ 7-10 წუთი. გაჭრილი მხარე უნდა ქონდეს ზევით.
5. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ხახვი და მიირთვით ეს ნაყენი ერთ ჯერზე.
დისკომფორტი ნაწლავებში და მუცლის ტკივილი მალევე გაქრება. ეს საშუალება ნამდვილად ყველაზე ეფექტური და მარტივია, მითუმეტეს მაშინ როცა ხელთ არანაირი წამალი არ გაგვაჩნია. სცადეთ და თავადვე დარწმუნდებით ამაში.
საინტერესოა ისიც, რომ როცა ჩვეულებრივ ხახვს ვაგდებთ ჭრილის გარეშე, ის არაა ასეთი ეფექტური. ძველად სჯეროდათ, რომ სწორედ ჯვრის ფორმის ჭრილის გამო იყო ეს საშუალება ასეთი ეფექტური.
ჯანმრთელობას გისურვებთ!