გაგაცნობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ტკივილს მუხლის სახსარში და ჩააქრობს ანთებით პროცესს.

გაგაცნობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ტკივილს მუხლის სახსარში და ჩააქრობს ანთებით პროცესს.

მუხლის სახსარი ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი სახსარია, მიუხედავად მისი სიდიდისა. ყოველდღე საკმაოდ დიდ დატვირთვას იღებს მუხლები. ამ ყველაფერს უფრო ამწვავებს ჭარბი წონა, არასწორი კვება და მიღებული ტრამვები. ეს ყველაფერი შემდეგ გამოიხატება აუტანელი ტკივილით. ასაკის მატებასთან ერთად ტკივილი უფრო მწვავდება და ხშირდება.

 

არ ღირს ამ სიმპტომებზე თვალის დახუჭვა, რადგან შესაძლოა უცებ საკმაოდ რთულ პრობლემასთან აღმოჩნდეთ პირისპირ. აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა რადგან გარდა ყოველდღიური ფაქტორისა, როგორიცაა: დაღლა, გადატვირთული სამუშაო დღე ან ფიზიკური დატვირთვა, შეიძლება ტკივილის გამომწვევი მიზეზი იყოს: რევმატიზმი, ართრიტი, ართროზი და ა.შ.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ტკივილს მუხლის სახსარში და ჩააქრობს ანთებით პროცესს. ეს საშუალებები დაგეხმარებათ, მაგრამ მათ აქვთ დროებითი ეფექტი. თუ ტკივილის მიზეზი რომელიმე დაავადებაა, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის გაგება და შესაბამისი მკურნალობა. ამიტომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რათა სამომავლოდ არ აღმოჩნდეთ უკვე გართულებულ ან გამოუსწორებელ პრობლემასთან პირისპირ.

გაგაცნობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ტკივილს მუხლის სახსარში და ჩააქრობს ანთებით პროცესს.

ხალხური მეთოდი სახსრების ტკივილის მოსახსნელად

– გარეცხილი და კარგად გამშრალი კომბოსტოს ფოთლები დაიფინეთ მტკივან ადგილზე, გადაიხვიეთ მჭიდროდ და დაიტოვეთ მთელი ღამე.

– აფთიაქში შეიძინეთ მაჩვის ქონი და გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე. მიღებული სითხე გადაურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლთან და დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეიზილეთ მტკივან და პრობლემატურ ადგილებზე.

– დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თანაბარი რაოდენობის თაფლი და დაჭრილი ბოლოკი. მიღებული საშუალება უნდა შეიზილოთ მტკივან ადგილებზე და მჭიდროდ გადაიხვიოთ პირსახოცით. ამ კომპრესის მოხსნა 1–2 საათში შეგიძლიათ, მაგრამ ეფექტურობის გასაძლიერებლად დაიტოვეთ ის მთელი ღამით. სახსრების გასამაგრებლად მისი მიღება შინაგანადაც შეგიძლიათ.

გახსოვდეთ!  მუხლის სახსარის მკურნალობა საკმაოდ სერიოზული საკითხია და პრობლემის დროებით მოგვარებით ნუ შემოიფარლებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეაფასეთ სტატია
გაგაცნობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ტკივილს მუხლის სახსარში და ჩააქრობს ანთებით პროცესს.
ექიმი გირჩევთ: არ გადაყაროთ ბროწეულის კანი. ის…