”სანტავიკი-სტიმულატორი”, რომელიც მილიონობით ღეროვან უჯრედს შეიცავს, ხელს შეუწყობს გულის აღდგენას ინფარქტის შემდეგ…

“სანტავიკი” პაციენტის უჯრედებისგან იქმნება სპეციალურ ლაბორატორიაში, მისი ზომა 3×2 სმ–ია და მაგრდება გულზე.  ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომელიც ანახლებს გულის უჯრედებს.

როგორც მკვლევარი რიჩარდ ჯაბორი ამბობს:

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოდესღაც, გულის სანტავიკებს ექიმები ინფარქტის შემდეგ დანიშნავენ. ისინი შეიძლება მედიკამენტებთან ერთად დაინიშნოს გულის უკმარისობის დროსაც.”

ბრიტანული გულ-სისხლძარღვთა საზოგადოების კოფერენციაზე ლონდონის იმპერიალის კოლეჯის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკვე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ამ მეთოდის უსაფრთხოება დაამტკიცა.ისინი იმედოვნებენ რომ სულ მალე დაიწყება მათი პრაქტიკული გამოყენებაც.

ინფარქტის მიზეზად გვევლინება არტერიის გაჭედვა. ის ხელს უშლის გულის სისხლით მომარაგებას, ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფას. სწორედ ეს იწვევს შემდგომში გულისცემის დარღვევას და უკურნებელ გულის უკმარისობას.

პროფესორი მეთინ ავკირანი ამბობს:

“გულის უკმარისობა – ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც არ იკურნება და ძალიან ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას. თუ გული სანტავიკით განიკურნება, ეს უამრავი პაციენტისთვის ახალი სიცოცხლის ტოლფასია.”

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ”სანტავიკი-სტიმულატორი” რომელიც მილიონობით ღეროვან უჯრედს შეიცავს, ხელს შეუწყობს გულის აღდგენას ინფარქტის შემდეგ.

შეაფასეთ სტატია
”სანტავიკი-სტიმულატორი”, რომელიც მილიონობით ღეროვან უჯრედს შეიცავს, ხელს შეუწყობს გულის აღდგენას ინფარქტის შემდეგ…
простокваша Мечникова
ნობელის ლაურეატის მფლობელმა, იმუნულოგომა და ბიოლოგმა, ილია მეჩნიკოვმა შექმნა სასაწაულმოქმედი პროდუქტი, რომელიც ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია!