ბროწეულს ძირითადად უნიშნავენ და ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ანემია, აწუხებთ კუჭ–ნაწლავის პრობლემები და მაღალი წნევა. თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ბროწეული კიდევ მრავალმხრივ სასარგებლო და დადებითი თვისებების მატარებელია.
რით არის ბროწეული სასარგებლო?
1. ხელს უწყობს წონაში კლების დაჩქარებას.
ბროწეულით წონაში კლების დასაჩქარებლად არსებობს ორი მეთოდი:
1. დააბლენდერეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთთან ერთად საშუალო ზომის ბროწეულის კაკლები ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ 1 ს.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. დილას და საღამოს.
2. მოათავსეთ ჭურჭელში 200 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი და 200 მლ. ბროწეულის წვენი. კარგად აურიეთ და მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ორივე რეცეპტის შემთხვევაში კურსი არის 1 თვიანი, შემდეგ აუცილებლად უნდა შეისვენოთ 10–14 დღე.
2. სახის კანის მატონიზირებელი და მკვებავი.
სახის კანის მოვლა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ბროწეულისგან მზადდება არაჩვეულებრივი ნიღაბი მკვებავი და მატონიზირებელი ეფექტით. ეს ნიღაბი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
მომზადების წესი: კარგად აურიეთ ერთმანეთში 3 ს.კ. ბროწეული, 100 გრ. კეფირი და 2 ჩ.კ. თაფლი. თქვენი ნიღაბიც მზადაა!
გამოყენების წერსი: ჩაიტარეთ 1 კვირიანი კურსი. უნდა წაისვათ ნირაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიცერეთ20 წუთი და სემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაგრებას.
გულ–სისხლძარღვთა სისტემის გასამაგრებლად ბროწეულის წვენი საკმაოდ ეფექტურია. ის მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას, ხელს უშლის ლიპიდური ნალექის დაგროვებას და ხელ უწყობს სისხლ–ძარღვების კედლების გამაგრებას.
ჩაიტარეთ 2–3 თვიანი კურსი. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ ნახევარი ჭიქა ბროწეული.
4. ეფექტურია გაციების დროს.
გაციების დროს ნუ იჩქარებთ მედიკამენტების მიღებას. 1 ცალი ბროწეულის წვენი გაურიეთ ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში და დალიეთ. ეს სასმელი მოგიხსნით გაციების სიმპტომებს. მას ტემპერატურის დამწევის ფუნქციაც აქვს.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ უნდა გაფრცქვნათ ბროწეული სწრაფად და მარტივად.
If you liked the video - share it with your friends:
ჯანმრთელობას გისურვებთ!