ექიმების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკები ხშირად ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. არადა გვინდა მალე გამოვჯანმრთელდეთ და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
მათი გადაჭარბებული მოხმარება ძალიან საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ანადგურებს იმუნიტეტს. ქიმიური პრეპარატები სინამდვილეში ანადგურებენ ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიებს, ეს კი უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას. ვაგვარებთ ერთს და ვიჩენთ სხვა თავსატეხს.
ამიტომ დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ ნატურალურ საშუალებათა სიას, რომელთა დახმარებითაც ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე შეძლებთ მკურნალობას. მათი საშუალებით მკურნალობის გარდა, გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკასაც მოახდენთ.
რომელია ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკები?
1. პირშუშხა
პირშუშხას ფესვები შეიცავს მდოგვის ზეთს და ფერმენტებს. ფესვების დასრესის შედეგად ვიღებთ ალილის მდოგვის ზეთს, რომელიც ძლიერ ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს. ის აქტიურად ებრძვის ყელის, ცხვირის და პირის ღრუს ბაქტერიებს.
ხველების ბრონქიტის და ტრაქეიტის დროს: 3 ს.კ. თაფლს გადაურიეთ 1 ს.კ. გახეხილი პირშუშხას ფესვი. უნდა მიიღოთ ყოველდღ დღეში 5–ჯერ 1 ჩ.კ. მასა პირში უნდა გაადნოთ.
ცისტიტის და ურეთრიტის დროს: 1 ჭიქა მდუღარე წყალში ცადეთ 1 ს.კ. გახეხილი პირშუშხას ფესვი და თავდახურული დადგით 5 წუთით. მიიღეთ ყოველდღე 3–4 ჭიქა ჩაი დღის განმავლობაში.
2. შტოში
ამ კენკრას აქვს ძლიერი ანტივირუსული მოქმედება. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია და აქტიურად ებრძვის თავისუფალ მავნე რადიკალებს. ის არის ეფექტური და ძალიან გემრიელი სამკურნალო საშუალება.
მოაყარეთ კენკრას შაქრის ფხვნილი, პროპორციით 3/1–ზე. 0,5 ლ. თბილ წყალში გახსენით 2 ს.კ. ნარევი და მიიღეთ ყოველდღე.
3. ნიორი
ნიორი ხელს უწყობს ვირუსების და ბაქტერიების გამოდევნას შინაგანი ორგანოებიდან, სასუნთქი გზებიდან, სისხლიდან. ნივრის რეგულარული მოხმარებისას თქვენი სხეული სრულად განთავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან.
ნიორი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, კლავს სიმსივნის გამომწვევ უჯრედებს, ჰელიკობაქტერიებს, დიფტერიულ და ტუბერკულოზის ჩხირებს.
დღეს გასწავლით ნივრის ლიქიორის მომზადებას. ის აუმჯობესებს ნივთიერებატა ცვლას და გაგანთავისუფლებთ ინფექციებისაგან.
შუშის გამჭირვალე ბოთლში ჩაყარეთ 4 ნაწილად გაჭრილი 12 კბილი ნიორი და დაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო. გააჩერეთ 2 კვირა მზიან მხარეს ფანჯრის რაფაზე. აუცილებლად შეანჯღრიეთ სასმელი ყოველდღე 2–3 ჯერ. 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მუქი ფერის ჭურჭელში. უნდა მიიღოთ 1 თვის მანძილზე, დღეში 3–ჯერ 1 ჩ.კ.
4. რეჰანი
რეჰანი ინფექციების სამკურნალოდ ერთ–ერთი ძლიერი საშუალებაა.
ანგინის დროს: 4 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 250 მლ. მდუღარე წყალი და ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე. 20 წუთის შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და გააგრილეთ. უნდა გამოივლოთ ყელში თბილი ნაყენი დღეში 2–3 ჯერ.
კონიუქტივიტის და ქუთუთოების ანთების დროს: 500 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. რეჰანი და დააყენეთ გაგრილებამდე, შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 2–3 ჯერ ნახევარი ჭიქა და ასევე გაიკეთოთ თვალზე საფენები.
თავის ტკივილის დროს: აურიეთ თანაბარი რაოდენობით ერთმანეთს რეჰანის, სალბის და ბარამბოს ფოთლები. ამ ნარევის 1 ჩ.კ.–ს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთი. ეს სასმელი მოგიხსნით შფოთვას და მოგიხსნით თავის ტკივილს 30 წუთში..
5. ლურჯი მოცვი
ლურჯი მოცვი შეიცავს ბუნებრივ ასპირინის. ის ამცირებს ტკივილს და აქრობს ქრონიკულ ანთებას. ხელს უშლის ბაქტერიებისა და ინფექციების განვითარებას. უბრალოდ მიირთვით ცოცხალი ხილი.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ეცადეთ ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!