გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი: გულისცემის გახშირება, მუქი ფერის შარდი…

მუქი შარდი და ტკივილი სახსრებში: გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი 

მუქი შარდი და ტკივილი სახსრებში: გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი 

ადამიანთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში წყლის მიღება. წყალი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოყოფას, კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, თვალისა და სახსრების ბუნებრივი დამატენიანებელია და ხელს უშლის სისხლის შედედების პროცესს.

ჯანსაღი ადამიანის სხეულის 2/3 წყლისგან შედგება. წყლის დაკარგვამ შესაძლოა ქრონიკულ გაუწყლოებამდეც კი მიგვიყვანოს, რაც ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანს. ამ ნიშნებით გახვედრებთ ორგანიზმი, რომ დროა დღის წესრიგში აუცილებლად შეიტანოთ წყალი, რათა არ მიხვიდეთ სავალალო შედეგებამდე.

 

1. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი

როცა სხეული გაუწყლოებულია, ის ვერ აწარმოებს საჭირო რაოდენობის ნერწყვს. არადა სწორედ ნერწყვი იცავს კბილებს კარიესისა და დავადებებისაგან. ის ქმნის კბილების გარშემო დამცავ საფარს და ანთავისუფლებს მას საკვების ნარჩენებისგან. პირის ღრუს სიმშრალე ხელს უწყობს პაროდონტიტისა და კარიესის სწრაფად განვითარებას.

 

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: შეკრულობა, ფაღარათი და ა.შ.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის წყალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვას ორგანიზმში. ნორმალური განავლის უზრუნველსაყოფად, ორგანიზმს ჭირდება საკმარისი რაოდენობის წყალი, რადგან გაუწყლოების დროს ვეღარ ხერხდება წყლის სწორად გადანაწილება ორგანიზმში და ეს იწვევს შეკრულობას, ართულებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მონელებას.

3. ტუჩებისა და კანის სიმშრალე

გაუწყლოებისას პირველ რიგში კანის უჯრედები კარგავენ ტენს, რადგან შინაგან ორგანოებში ხდება წყლის შეკავება. ადამიანის კანის 30% წყლისგან შედგება. წყალი კანის ცხიმიანობის, ელასტიურობისა და მოქნილობას შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამიტომ მიიღეთ ყოველდღე საჭირო რაოდენობის სითხე.

4. გულისცემის გახშრება

ორგანიზმში სითხის ნაკლებობის დროს ირღვევა მინერალების (შაქარი,მარილი) ბალანსი და გავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. სისხლში შაქრის დონის შემცირება კი იწვევს გულისცემის გახშირებას.

5. მეხსიერების დაბინდვა

მსუბუქი გაუწყლოებისას ხდება ადამიანის ფსუქოლოგიური უნარ–ჩვევების დასუსტება, აღმის უნარის დაქვეითება, მეხსიერების დაბინდვა და ვიზუალური დაკვირვების ინარს აქვეითებს. გაუწყლოება ასევე მოქმედებს განწყობაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არაადეკვატური რეაქციები– ბრაზი, აგრესია.

6. თავის ტკივილი

გაუწყლოება აფერხებს ტვინში სისხლის სწორ მიწოდებას, ეს კი გლუკოზისა და ჟანგბადის მოხმარების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა ტვინი რომ არ დაზიანდეს, თავის ქალაში იმყოფება ეგრედ წოდებულ წყლის ჩანთაში. როცა ორგანიზმში სითხის ნაკლებობაა,  ტვინი თავის ქალას აწვება და იწვევს საშინელ ტკივილს. ჩვენი რჩევა იქნება, რომ გამაყუჩებელის დალევამდე უბრალოდ დალიოთ ერთი დიდი ჭიქა წყალი. თუ ამას სისტემატიური სახე მიეცემა დილაობით ზალიან კარგი იქნება.

7. ხშირი შიმშილის გრძნობა

ხშირი შიმშილის გრძნობაც გაუწყლოების ერთ–ერთი ნიშანია.  თუ არ გიყვართ წყლის დალევა,მაშინ მიირეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, რადგან ასე თავიდან აიცილებთ გაუწყლოებას.


8. დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება

თუ გრძნობთ რომ მალე იღლებით, არ გაქვთ ძალა და მუდმივად გეძინებათ ე.ი. გაქვთ სითხის ნაკლებობა ორგანიზმში. გაუწყლოება სისხლისმიმოქცევის შემცირებას და სისხლის წნევის მატებას იწვევს, რაც გულზე ნეგატიურად აისახება. მას უფრო მეტი ენერგიის გამოყენება უწევს, რომ კუნთებს, კანს და ტვინს მიაწოდოს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. სწორედ ეს იწვევს ძილიანობას და დაღლილობას.

9. კუნთებისა და სახსრების ტკივილი

გაუწყლოება მაგნიუმის დონის შემცირებას იწვევს. რაც თავის მხრივ იწვევს კუნთების ტკივილს და კრუნჩხვებს. წყლის ბალანსისა და მინერალების დონის აღდგენაში დაგეხმარებათ ავოკადო და მწვანილი. გარდა ამისა გაუწყლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების სემაერთებელი ძვლების დაშლა, რადგან ჩვენი სახსრების 65–80% სწორედ წყლისგან შედგება.

10. მუქი ფერის შარდი

როცა დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალს სვავთ, შარდი ღია ან ღია მოყვითალო ფერისაა რაც ნორმაა, მაგრამ მუქი ფერის შარდი  პირდაპირ მიუთითებს ორგანიზმში არასაკმარისი სითხის რაოდენობაზე. ამ დროს თირკმელი კვლავ ორგანიზმს აწვდის წყალს, რომ მინერალური ბალანსი და სისხლის წნევა შეინარჩუნოს. ის ვერ გამოდევნის ტოსქინებსა და შლაკებს ორგანიზმიდან, სწორედ ეს იწვევს შარდის გამუქებას და შემდგომში მთელი რიგი პრობლემების წარმოქმნას.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი: გულისცემის გახშირება, მუქი ფერის შარდი…
როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი – უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება