მოიშორეთ ცხიმოვანი კისტა სწრაფად, მარტივად და ეფექტურად !

 

ცხიმოვანი კისტა იგივე კანის ცისტა არის კეთილთვისებიანი, არაკანცეროვანი. ისინი გამკვრივებული სითხით სავსე მუწუკებია კანის შიგნით და სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს. მათ ასევე ახასიათებთ რიცხვობრივად ზრდა. რაც მთავარია არ უნდა ეცადოთ მათ დაზიანებას, რადგან შესაძლოა ინფექცია შეიჭრათ და შემდეგ გახდება მტკივნეული. ისე სრულიად უმტკივნეულოა.

დღე ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რათა სწრაფად მოიშოროთ ცხიმოვანი კისტები.

1. იმუნური სისტემის გაძლიერება

ცხიმოვანი კისტების განკურნება ორგანიზმს თავადაც შეუძლია, როცა ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ. სწორედ ამიტომ უნდა მიირთვათ ბევრი ბოსტნეული, ხილი და მწვანილი.

2. ძილის რეჟიმის გამოსწორება

სწორი ძილი რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. გარდა ამისა ჯანმრთელობის მხრივ ისედაც ბევრ პრობლემას იწვევს. ამიტომ ეცადეთ გამოასწოროთ ძილის რეჟიმი.

3. ალოე ვერა

ტკივილის გასაქრობად და ბაქტერიების მოსაშორებლად გამოიყენეთ ამ მცენარის ახლად დაწურული გელოვანი წვენი. წაისვით პრობლემატურ ადგილებზე დღეში 3–ჯერ.

4. შაქარი

რაციონიდან ამოიღეთ ტკბილი წვენები, გაზიანი სასმელები და ნებისმიერი საკვები, რომელმაც გაიარა სამრეწველო პროცესი. შაქრის მიღება და მითუმეტეს ბევრის მიღება იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას და ხელს უწყობს კისტების გაჩენას.

5. ჰიგიენა

ყოველდღე გაისუფთავეთ პრობლემატური ადგილები ნატურალური ანტისეპტიკით ან ანტიბაქტერიული საპნით, რადგან ასე თავიდან აიცილებთ ინფექციის შეჭრას.

6. სათბურა

ძალიან ეფექტურია ცხიმოვან კისტაზე თბილი სათბურას ან თბილი წყლით სავსე პაკეტის დადება ( ძალიან ცხელი არუნდა იყოს), დაიდეთ ყოველდღე პრობლემატურ ადგილებზე. ასე ხელს შეუწყობთ მათ შემცირებას და პრობლემის აღმოფხვრას.

7. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთის გამოყენება ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა, რადგან ის ინფექციების და ბაქტერიების მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა. წაისვით ყოველდღე, დღეში 2–ჯერ თხელი ფენა პრობლემატურ ადგილებზე, იქამდე სანამ ბოლომდე არ გაქრება ცხიმოვანი კისტები.

 

8. ცხოვრების ჯანსაღი წესი

მოიწესრიგეთ კვების რაციონი, დაიწყეთ ვარჯიში და ყველანაირაც ეცადეთ, რომ მიყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი ცხიმოვანი კისტების გაჩენისა.

9. მცენარეული ჩაი

გირჩევთ ოროვანდის ფესვის ან წითელი სამყურას ჩაის, რადგან მათ ორგანიზმიდან ეფექტურად გამოაქვთ ტოქსინები.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

 

შეაფასეთ სტატია
მოიშორეთ ცხიმოვანი კისტა სწრაფად, მარტივად და ეფექტურად !
გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი