ფიჭვის მტვრის სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია ადამიანებისთვის და სიახლეს არ წარმოადგენს. ფიჭვის მტვრის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩანაწერები არსებობს მე-3 საუკუნიდან. მტვერის შემადგენლობაში შემავალი უნიკალური ნივთიერებების გამო მას აქვს ადაპტოგენური და მატონიზირებელი მოქმედება. გარდა ამისა მას შეუძლია ენდოკრინული სისტემის მუშაობის ნორმალიზაცია. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. ის აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
სასარგებლო თვისებები:
– აძლიერებს იმუნიტეტს
– არის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება
– არელიგურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას
– აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას რის შედეგადაც კლებულობს ჭარბი წონა
– არის ძლიერი ადაპტოგენი – ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს ბუნებრივ და ფიზიკურ დავტვირთვებს
– ებრძვის ტუბერკულოზის ჩხირებს და ქრონიკულ ბრონქიტს
– აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს თმების მდგომარეობას
– ორგანიზმზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი
– შეუცვლელია რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ
– გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და კანცეროგენური ნივთიერებები
– სისხლში ამცირებს უარყოფითი ქოლესტერინის დონეს
– ნორმაში მოჰყავს ელენთის, ღვიძლის, გულის და ფილტვების მუშაობა
– ძალიან კარგი დანამატია სპორცმენებისთვის
შემადგენლობა:
ფიჭვის მტვერი მდიდარია 30–მდე მიკრო და მაკრტო ელემენტებით როგორიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, სილიციუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი, მარგანეცი, მოლიბდენი და ა. შ. ასევე შეიცავს: ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, ამინომჟავებს, ანტიოქსიდანტებს და A, D3, E, B1, B2, B3, B5, B6, C ვიტამინებს.
ფიჭვის მტვერი გარდა ხალხური მედიცინისა, თანამედროვე მედიცინაშიც გამოიყენება. მას ბიოაქტიურ დანამატად იყენებენ და ასევე ზოგი მედიკამენტის გვერდითი ეფექტების გასანეიტრალებლად. ის ხელს უწყობს სტრესის, მძიმე ოპერაციისა თუ მძიმე დაავადების შემდეგ აღდგენას. მას კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენებენ , რადგან დადებით გავლენას ახდენს კანზე თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე. ძირითადად ამზადებენ ანტი ასაკობრივ კრემებს, დამატებით ინგრედიენტად კი გამოიყენება ლიმონის წვენი, თაფლი ან არაჟანი.
ხალხურ მედიცინაში მტვერი სუფთა სახით გამოიყენება. მას სპირტზე აყენებენ, შემდეგ მდუღარე წყალში ხარშავენ და ურევენ ცხელ რძეს ან კარაქს.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე სასარგებლო რეცეპტს, რომელსაც სახლშიც დაამზადებთ.
1. რეცეპტი ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად და მადის გასაუმჯობესებელად.
60 გრ. სუფთა თაფლს გაურიეთ 3 ს.კ. ფიჭვის მტვერი და კარგად გადაურიეთ. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
2. რეცეპტი ნერვული სისტემის გასაძლიერებლად.
მოათავსეთ ჭურჭელში 100 გრ. სამტვერე ( ხმელი ან მწვანე გირჩი) და 50 გრ. მტვერი, დაასხით 0,5 ლ. სუფთა არაყი. მიღებული სითხე დააყენეთ 72 საათი და შემდეგ გადაწურეთ. უნდა დალიოთ დღეში 3–ჯერ 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 2–3 კვირა, შემდეგ შეისვენეთ 1 კვირა და თუ ფიქრობთ რომ ისევ საჭიროებთ მის მიღებას, გააგრძელეთ ისევ 2–3 კვირა.
3. რეცეპტი ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ
100 მლ რძეში ჩაყარეთ 0,5 გრ. ფიჭვის მტვერი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. უნდა ჩაიტაროთ 2 თვიანი კურსი და შემდეგ 2 კვირა შეისვენოთ.
როგორ შევინახოთ ან შევაგროვოთ ფიჭვის მტვერი?
მტვერის აგროვება ხდება მაისის შუა რიცხვებში და გრძელდება მხოლოდ 3 დღეს. მტვრის აღება ხდება მაშინ, როცა გირჩის წვანე ფერი ყვითელში იცვლება და დაჭერისას სითხე აღარ გამოიყოფა. მოჭერით ყვავილედები და ჩადეთ სუფთა, ქაღალდ გადაფარებულ კონტეინერში. 3 დღე უნდა დადოთ მშრალ და გრილ ადგილზე, რომ კარგად გამოშრეს. (ასევე მოარიდეთ ორპის ქარს) შემდეგ ვიწყებთ მტვრის შეგრიოვებას: ჯერ გაცერით საცერში, შემდეგ ნეილონის წინდაში რათა მინარევები ბოლომდე მოაშოროთ. უკვე გამ,ზადებული მტვერი შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ ნებისმიერ ჭურჭელში.
ფიჭვის მტვერი სამკურნალო ბალახების მაღაზიაშიც იყიდება.
ფიჭვის მტვრის მიღება არაა რეკომენდირებული:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. კუჭის, ღვიძლის ან თირკმლების მწვავე ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე იმ დაავადებების დროს, რომლებიც სისხლდენისკენ მიდრეკილებას ზრდიან იმიტომ, რომ მტვერს სისხლის გამათხელებელი თვისებები აქვს. წიწვოვან პროდუქტებზე ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ფიჭვის მტვერი ალერგიული არაა, თუმცა ამ საშუალებას ხშირად იყენებენ თაფლის ნარევში, რომელიც ძლიერ ალერგიული პროდუქტია.
ჯანმრთელობას გისურვებთ !