უნიკალური ხალხური რეცეპტები ჰერპესის სამკურნალოდ…

მშრალი ჰერპესი. ჰერპესი: სახეობები, სიმპტომები, მკურნალობა. რა ნარკოტიკები გამოიყენება ჰერპეტური ინფექციის წინააღმდეგ თერაპიაში

მშრალი ჰერპესი. ჰერპესი: სახეობები, სიმპტომები, მკურნალობა. რა ნარკოტიკები გამოიყენება ჰერპეტური ინფექციის წინააღმდეგ თერაპიაში

ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულობით პატარა ბუშტუკებით ვლინდება ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილზე: პირისა და პირის ღრუს მიდამოზე, გენიტალურ ორგანოზე, თვალის გარშემო და სხვა. ყველაზე ხშირად ვლინდება მარტივი ე.წ. ტუჩის ჰერპესი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიპოვიტამინოზი და გადაცივება. ის ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებების ფონზე, როგორიცაა: პნევმონია, გრიპი, მალარია და სხვა.

იტვირთება

ჰერპესის გამონაყარი არის ბუშტუკების სახით, რომელიც სკდება 3–4 დღეში და მოყვითალო ქერქით იფარება ან იხსნება და ეროზია იწყება. მას თან ახლავს შემაწუხებელი წვისა და ქავილის შეგრძნება.

დღეს ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს ჰერპესის სამკურნალოდ.

მოათავსეთ ჭურჭელში 1 ჩ.კ ხსნადი ყავა, 1/2 ჩ.კ. თაფლი, 2 კბილი დაჭრილი ნიორი, 1 ჩ.კ. თეთრი იოგურტი (დანამატისა და გემოს გარეშე) და 1/2 ჩ.კ. სიმინდის ფქვილი და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე, რის შედეგადაც გაჩენილი ქერქის მოძრობის შემდეგ ჰერპესის ღრმულები შეხორცდება.

1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით 5 ცალ სალბის ფოთოლს და გააჩერეთ 20 წუთი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და გააციეთ. შეგიძლიათ გაიკეთოთ აბაზანა პირის ღრუსა და სასქესო ორგანოზე.

სამკურნალო რეცეპტები სალბით რომელიც თითოეულის საოჯახო აფთიაქში უნდა ინახებოდეს.

ალოეს წვენი ზალიან კარგია ჰერპესის დროს, ის შეგიძლიათ წაისვათ კიდეც დაზიანებულ ადგილებზე და ასევე მიიღოთ დღეში 2–3 ჯერ 1 ჩ.კ. ჭამამდე.

ყველა სახის ჰერპესის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მურყანის ან ვერხვის ქერქის ახალი წვენი. უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე დღეში 2–ჯერ.

ქრისტესისხალას წვენი უნდა წაისვად ორჯერადად. დაზიანებულ ადგილებზე წასმის შემდეგ, დაელოდეთ 1–2 წთ. რომ წვენი გაშრეს და ისევ წაისვით.

იტვირთება

ქრისტესისხლას - წვენის ან ნაყენის გამოყენების ინსტრუქცია, სახლის პირობებში სამკურნალო მაჩვენებლები. » სასარგებლო რჩევები

2 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში ჩაყარეთ 40 გრ. წინასწარ ფხვნილად ქცეული ძახველის ნაყოფი და გააჩერეთ 4 საათი. უნდა დალიოთ დღეში 4–ჯერ 1/2 ჭიქა.

ძახველი-სამკურნალო მცენარე, გამოყენება, რეცეპტები | აგროკავკასია

დაზიანებულ ადგილებზე ასევე კარგია ძიძოს ბალახით და წვენით გამზადებული კომპრესები.

ყვითელი ძიძო – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი | აგროკავკასია

კალანხოეს წვენი დაგეხმარებათ ტუჩებზე გაჩენილი ციებ–ცხელება რომ გააქროთ.

ჰერპესის დროს ასევ შეგიძლიათ გამოიყენოთ რძიანას, სამფერა იის, ხახვის, ლეღვის, მრგვალფოთოლა დროზერას და აბზინდის წვენი. უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე დღეში 2–3 ჯერ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

 

 

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
უნიკალური ხალხური რეცეპტები ჰერპესის სამკურნალოდ…
ნატურალური საშუალება გაცივებისა და ვირუსების სწრაფად დასამარცხებლად…